მირ ტაკი მირი (ურდუ مِيرتقى مِير; დ. 1724, აგრა — გ. 1810, ლაქნაუ) — ინდოელი პოეტი. წერდა ურდუ და სპარსულ ენებზე. ეკუთვნის ღაზალების 6 დივანი ურდუ ენაზე, ერთი სპარსულ ენაზე, ავტობიოგრაფია და პოეზიის ანთოლოგია, რამდენიმე კასიდა, მარსია და 20-ზე მეტი მასნავი, რომლებშიც უმღერა სიყვარულს, პოეზიას, ინდურ ბუნებას. ერთ-ერთ დივანში „დრაკონის წიგნში“ მწვავედ გააკრიტიკა საკარო პოეზია. მწუხარებითაა შეფერილი მისი სუფიური ლექსები. მირ ტაკი მირის პოეზიის საფუძველია ჰუმანიზმი, საყოველთაო სიყვარულის იდეა. მისი დახვეწილი ლექსები სავსეა პათოსით და მომხიბლაობით. თანამემამულეებმა მას პოეზიის ღმერთი უწოდეს.

მირ ტაკი მირი
ურდუ میر تقی میر‎
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1723(1723-05-28)[1]
დაბადების ადგილი Baggrave Hall
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 1810(1810-09-20)[1](87 წლის)
გარდაცვალების ადგილი გაერთიანებული სამეფო
ფსევდონიმი Meer
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი და მწერალი
ენა ურდუ ენა
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია

ლიტერატურა რედაქტირება

  1. 1.0 1.1 https://pantheon.world/profile/person/Mir_Taqi_Mir