რევაზ მირზაშვილი

ქართველი მხატვარი
(გადამისამართდა გვერდიდან მირზაშვილი, რევაზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირზაშვილი.

რევაზ ივანეს ძე მირზაშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1901, გორი — გ. 7 მაისი, 1988, თბილისი) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1979), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

რევაზ მირზაშვილი
დაიბადა 1 დეკემბერი, 1901
დაბადების ადგილი გორი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 7 მაისი, 1988 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
სფერო კინომხატვრობა
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს. 1930-იან წლების დასაწყისში ერთხანს თეატრში მუშაობდა, მაგრამ ბოლოს კინომხატვრობა აირჩია. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი კინომხატვარია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული კინომხატვრობის განვითარებაში.[1] თბილისში მოღვაწეობის დროს მისი გაფორმებულია: „ქაჯეთი“ (1932), „ქაჯანა“ (1941), „გიორგი სააკაძე“ (1943), „შერეკილები“ (1973), „ნატვრის ხე“ (1976) და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 164

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. რევაზ მირზაშვილი. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.