მთავარი მენიუს გახსნა

მითრიდატე I,[24] მირდატ I[25] — პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“[26] მიხედვით: ფარსმან I-ის ძეა. კირილ თუმანოვის „იბერიის ადრეული მეფეების ქრონოლოგიის“[27] მიხედვით: ადერკის (ლათ. Pharasmanes I) ძეა. ს. რ. გორგაძის „საქართველოს ისტორიის“[28] [29] მიხედვით: „მე-30 წელს ქრ. შემდეგ იბერიის ტახტი დაიჭირა ადერკის შვილმა „ქართამმა“, რომელსაც უცხოეთის მწერლები „მითრიდატს“ ანუ მიჰრდატს უწოდებენ. ეს არის მირდატ I, რომელმაც სულ ხუთიოდე წელს იმეფა (3035 წ. ქრ. შემდეგ).

მითრიდატე I
Mtskhet stella - Greek text.jpg
ქვაზე ამოკვეთილი ეს ბერძნული წარწერა, რომელიც თბილისის საეკლესიო მუზეუმში ინახება, კლდის აფეთქების დროს აღმოაჩინეს თბილისის მახლობლად. იგი განეკუთვნება ჩვ. წ. 75 წელს. საქართველოს მეფეს იმპერატორი უნდა დაახლოებოდა პართიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან დაკავშირებით იხ. Journal Asiatique, სერია VI, 1869, ტ. XIII, გვ. 93-103[1].
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 3035[2][3]
75 წ.[4]
58106[5]
წინამორბედი:

როკი[6]
ადერკი (ლათ. Pharasmanes I) [7][8][9][10][11][12][13][14]
ადეროკ[15]


ფარსმან I[16]
მემკვიდრე:

ქარძამ და ბრატმან[17]
ბარტამ და ქართამ[18]
ბარტომ II და ქართამ[19][20]
ქართამ I და ბარტომ II[21]
ქართამ I = ფლავიოს დადე და ბარაცმან (ბარცომ, ბერცუმ)[22]


ამაზასპ I[23]
დინასტია: არშაკუნიანები
მამა: ფარსმან I

იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტემ და დომიციანემ მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მითრიდატე I იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან „არმაზულ“ წარწერაში, როგორც იბერთა „მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა“. აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.

1867 წელს სამხედრო გზის გაყვანისას არშესული მცხეთაში მდინარე მტკვრის ნაპირას აღმოაჩინეს ქვის სტელა რომელზედაც ბერძნული წარწერა იკითხებოდა. როგორც გაირკვა აღნიშნული ქვა მცხეთის გალავანზე იყო აღმართული და დროთა განმავლობაში ჩამოვარდა. წარწერა +75 წლით თარიღდება და იკითხება შემდეგი შინაარსის წარწერა:

ვიკიციტატა
„Император, кесарь Веспасиан Август, великий первосвященник, облеченный трибунскою властью в седьмой раз, император (триумфатор) в четырнадцатый раз, консул шестой раз, и предназначенный на седьмой, отец отечество, цензор и император Тит цезарь, сын Августа облеченный трибунскою властью в пятый раз, консул четвертый раз, предназначенный на пятый и цензор Домициан Цезарь, сын Августа, консул третий раз, предназначенный на четвертый, царю Иберийцев Митридату, царя Фарсмана и Ямазды сыну, другу Кесаря и другу народа Римского, выстроили крепость.“
ვიკიციტატა
„თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, მეშვიდეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, მეთოთხმეტეჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ ჳპატოსმა და მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, მეხუთეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ ჳპატოსმა და მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ ჳპატოსმა და მეოთხედ გამოცხადებულმა, იმერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ხალხს კედლები გაუმაგრეს.“

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. მიხეილ თამარაშვილის "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე", გვერდი 98, 99.
  2. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  3. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  4. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  5. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  6. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  7. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  8. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  9. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  10. საქართველოს ძველი ისტორია
  11. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  12. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  13. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  14. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  15. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  16. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  17. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  18. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  19. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  20. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  21. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  22. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  23. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  24. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  25. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  26. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  27. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  28. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  29. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915