მირა ღადუა
მირა ღადუა (დ. 15 თებერვალი, 1944, ბაია) — ქართველი ექიმი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჰოსპიტალური ინფექციების განყოფილების გამგე.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი.
1972-1974 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის კომუნალური ჰიგიენის ექიმი. 1978-1992 წლებში პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სალმონელოზური ინფექციების ეპიდემიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰოსპიტალური ლაბორატორიის ექიმი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა საავადმყოფოსშიდა(ჰოსპიტალური სალმონელოზი) ინფექციების პრობლემებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სალმონელოზის ეპიდემიოლოგია ბავშვთა შორის საქართველოს რესპუბლიკაში“, დაიცვა 1989 წელს.