მიჟირგი, მიჟირგი-თაუ (რუს. Мижирги; ყარაჩ.-ბალყ. Мижерген — „შემაერთებელი“)[1] — მწვერვალი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. აღმართულია ცენტრალურ კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. აქვს ორი მწვერვალი: დასავლეთის (5018.7 მ) და აღმოსავლეთის (4992.1 მ).[2] მიჟირგი კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია. აგებულია კრისტალური ქანებით. დაფარულია მარადი თოვლით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. სიახლოვესაა ბოროვიკოვის პიკი (4909.1 მ).[3]

მიჟირგი
კოორდინატები: 43°02′36″ ჩ. გ. 43°08′59″ ა. გ. / 43.043583° ჩ. გ. 43.149778° ა. გ. / 43.043583; 43.149778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 5018.7 
ქედი ბეზენგის კედელი
მიჟირგი — რუსეთი
მიჟირგი
მიჟირგი — ყაბარდო-ბალყარეთი
მიჟირგი

სქოლიო რედაქტირება

  1. Коков, Дж. Н., Шахмурзаев С. О. Балкарский топонимический словарь. — Нальчик: Книжное издательство «Эльбрус», 1970. — С. 98. — 171 с.
  2. Абалаков, Е. М. На высочайших вершинах Советского Союза, Изд-во Академии наук СССР, 1963
  3. Вершина Мижирг | Самая большая база по горным объектам России и СНГ