მინსკის სამხატვრო მუზეუმი

მინსკის სამხატვრო მუზეუმიბელორუსიის სსრ სამხატვრო მუზეუმი (1957-მდე ბელორუსიის სსრ სურათების გალერეა), სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ყველაზე დიდი კოლექცია ბელორუსის რესპუბლიკაში. დაარსდა 1939 წელს. გერმანელმა ფაშისტებმა მთლიანად გაანადგურეს 1941-1944 წლებში. ფონდების აღდგენის შემდეგ გაიხსნა 1945 წელს. მუზეუმში არის შემდეგი განყოფილებები: ბელორუსიის ხელოვნების, XVIII-XX საუკუნეების რუსეთის ხელოვნების, საზღვარგარეთის ქვეყნების ხელოვნების (დასავლეთ ევროპის, შორეული აღმოსავლეთის და ინდოეთის). 1973 წლის მონაცემებით, მინსკის სამხატვრო მუზეუმში დაცულია 13 ათასზე მეტი ექსპონატი.

ბელარუსის ეროვნული სამხატვრო მუზეუმი მინსკში

ლიტერატურა რედაქტირება