მინსკის მეტროპოლიტენი

მინსკის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ბელარუსი ბელარუსი
ქალაქი მინსკის დროშა მინსკი
გახსნის თარიღი 30 ივნისი 1984 წ.
ხაზის სიგრძე 35,5 კმ.
სადგურთა რაოდენობა 28
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში 800 000
მგზავრები წელიწადში 290 მლნ.
ხაზების სქემა

მინსკის მეტროპოლიტენი (ბელარ. Мінскі метрапалітэн) — საქალაქო ტრანსპორტის ერთ-ერთი სახე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. დსთ სივრცეში სიდიდით მეხუთე და ქვეყანაში ერთადერთი მეტროპოლიტენი.

მინსკის მეტროპოლიტენის ისტორია 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. იმხანად სსრკ-ში ფარული კანონი არსებობდა, რომ მეტროს აშენების ნება მხოლოდ მილიონიან ქალაქს უნდა მიეცა თავისი თავისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქში მეტროს აშენების უფლების მოპოვების მიზნით მინსკის ხელისუფლებამ მოსახლეობის რაოდენობის გასაზრდელად არაერთ ღონისძიებას მიმართა. ძირითადში, სოფლის მოსახლეობისთვის დედაქალაქში გადმოსასვლელად შეღავათიანი პირობები შექმნა; შედეგად, 1972 წელს მინსკში მემილიონე მოქალაქე დაიბადა.

ქალაქში მეტროპოლიტენის აშენების გეგმის შემუშავება 1976 წელს დაიწყო. რვასადგურიანი ხაზის, რომელსაც ქალაქის მთავარი გამზირის - ლენინსკის ქვეშ უნდა გაევლო - მშენებლობის გეგმა, იმავე წლის მიწურულს დაამტკიცა სსრკ მინისტრთა საბჭომ.

დღეისათვის მინსკის მეტროპოლიტენი ორი ხაზისგან (საერთო სიგრძით 35,5 კმ), 28 სადგურისა და ორი დეპოსგან შედგება. მინსკის მეტროს ყოველდღიურად თითქმის 800 000 ადამიანი გადაჰყავს; ამ მონაცემებით, დედაქალაქის საერთო ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის მეტროპოლიტენი მგზავრთა 36 % ემსახურება.

მინსკის მეტროს ყველა სადგური მიწისქვეშაა, თუმცა, არცთუ დიდ სიღრმეზე. სადგურების უმეტესობას მიწისქვეშა ვესტიბიულები და ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან შეასასვლელები აქვს.

სამ სადგურს - "ოქტიაბრსკაიას", "კუპალოვსკაიას" და "პლოშად ლენინას" შენობებში ჩაშენებული ამოსასვლელები აქვს.

იმის გამო, რომ ბაქნები ღრმად არ არის, ჩასასვლელი ესკალატორების მაგივრად, ჩვეულებრივი კიბეებია გაკეთებული.

ესკალატორები მხოლოდ 10 სადგურზეა დაყენებული. 2001 წლიდან ყველა სადგურზე ლიფტებია დამონტაჟებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ, თუმცა, ლიფტები მთლად დანიშნულების მიხედვით არ გამოიყენება.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

მეტროპოლიტენების სია