მეფე მინდაუგასის ხიდი

(გადამისამართდა გვერდიდან მინდაუგასის ხიდი)

მეფე მინდაუგასის ხიდი (ლიეტ. Karaliaus Mindaugo tiltas) — ერთ-ერთი ვილნიუსის 34 ხიდიდან, რომელიც მდებარეობს მდ. ვილიაზე (ნერისი); იგი აკავაშირებს ძველ ქალაქს ჟირმუნის რაიონთან.

მეფე მინდაუგასის ხიდი

ხიდი აშენდა 2003 წელს და გაიხსნა მინდაუგასის მეფედ კურთხევიდან 750 წლის თავზე. ხიდის სიგრძე შეადგენს 101 მ.-ს, სიგანე — 19, 75 მ. (სავლელი ნაწილი — 11,25 მ.); მანქანებისათვის ორმხრივი სამოძრაო გზაა. ასევე არის ფართო (5 მ.) ბილიკები ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდის მშენებლობა დაჯდა დაახლოებით 17 მლნ. ლიტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება