მინგეჩაურის კაშხალი

(გადამისამართდა გვერდიდან მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგური)

მინგეჩაურის კაშხალი (მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგური) — უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში, ახლოს ქალაქ მინგეჩაურთან. კომპლექსის სიმაღლე არის - 81 მ, სიგანე 16 მეტრი, სიგრძე 1550 მ, მოიცავს 605 კმ2-ს და მისი მოცულობაა 15.7 კუბური კილომეტრი[1].

მინგეჩაურის კაშხალი
კოორდინატები: 40°47′ ჩ. გ. 47°42′ ა. გ. / 40.783° ჩ. გ. 47.700° ა. გ. / 40.783; 47.700
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მინგეჩაურის კაშხალი — აზერბაიჯანი
მინგეჩაურის კაშხალი

ისტორია რედაქტირება

1927 წელს საბჭოთა კავშირის შრომისა და თავდაცვის საბჭომ, სპეციალური კომისია გაგზავნა სოფელ მინგეჩაურში. ამ კომისიის გაგზავნის მიზანს წარმოადგენდა კაშხლის აშენება, რომლის სიმაღლე დაახლოებით 28 მ უნდა ყოფილიყო.[2]ჰიდროელექტროსადგურის აშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 1939 წელს სსრ კავშირის „ВКП(б)“-ს მე -18 სხდომაზე.

სპეციალური კომისიის წევრებმა მოამზადეს პროექტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო ქედის ძირში. მაგრამ, სამუშაოები შეწყდა და განაახლეს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. 1945 წლის ზაფხულში ბოლშევიკთა გაერთიანების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლიდერებმა და სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უნდა გაეგრძელებიათ მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.[2]

კაშხლის მშენებლობა დაიწყო 1945 წელს, პირველი ჰიდროგეგმა ექსპლუატაციაში შევიდა 1953 წელს. გახსნის ცერემონია მოხდა 1954 წლის 10 იანვარს. 1954 წელშივე კაშხალმა დაიწყო სრული სიმძლავრით მუშაობა.[1] აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 27 თებერვალს, მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის ცერემონიაში. სადგურის ყველა ძველი ჰიდროგენერატორი და ტურბუნები შეიცვალა ახლით. შედეგად, ელექტროსადგურის საწარმოო სიმძლავრე 284 მგვტ-იდან 424 მგვტ-მდე გაიზარდა.[3]მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო, უამრავი ადამიანი ჩამოიყვანეს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონებიდან. სულ 20 000 ადამიანი მონაწილეობდა ელექტროსადგურის მშენებლობაში. დაახლოებით 10,000 გერმანელი სამხედრო ტყვე ჩაერთო 1940-იანი წლების ბოლოსკენ.[3]მინგეჩაურის ჰესის სიმძლავრეა 359 მეგავატი, რომელსაც აქვს 6 ჰიდროაგრეგატი. ელექტროენერგიის საშუალო წლიური წარმოება არის 1.4 მილიარდი კვტ / სთ.

კაშხალი გამოიყენაბა ელექტოენერგიის წარმოებისთვის და სარწყავი წყლის შესანახად.[4] მასთან მდებარე წყალსაცავიდან წყალი მიეწოდება ზემო ყარაბაღსა და ზემო შირვანის არხებს, რომლებიც ქვეყნის მიწების დაახლოებით 2 500 000 ჰექტრის მორწყვას უზრუნველყოფს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Мингечаурская ГЭС. www.booksite.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-14. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  2. 2.0 2.1 Мингячевирский гидроузел.
  3. 3.0 3.1 Official web-site of President of Azerbaijan Republic. Ilham Aliyev launched newly-renovated Mingachevir Hydroelectric Power Station en. ციტირების თარიღი: 2018-06-30
  4. Energy production. AzerEnerji. ციტირების თარიღი: 12 March 2015.