მინაფრთიანასებრნი

მწერების ოჯახი
(გადამისამართდა გვერდიდან მინაფრთიანები)

მინაფრთიანასებრნი (ლათ. Sesiidae) — უმაღლესი ღამის პეპლების ოჯახი. აქვთ ვიწრო ფრთები, რომელთა შლილი 15–45 მმ-ს აღწევს. უკანა და, ხშირად, წინა ფრთებზე არ გააჩნიათ ქერცლი (აქედან სახელწოდება). ბაძავენ სხვადასხვა სიფრიფანაფრთიანებს (კრაზანებს, ფუტკრებს და სხვ.). გავრცელებული არიან ყველგან. ცნობილია 800-მდე სახეობა. მათი მუხლუხები ჩვეულებრივ ღია ფერისაა, თხელი ჯაგრით; ხის მერქანში ღრღნიან გასასვლელებს, იშვიათად ბალახების ღეროებში, იზამთრებენ ჩვეულებრივ არაერთხელ. ზოგიერთი სახეობა ზიანს აყენებს ბაღებისა და პარკების ნარგავებს, მაგალითად, ალვის დიდი მინაფრთიანა (Sesia apiformis). მოცხარის მინაფრთიანა (Synanthedon tipuliformis) აზიანებს წითელი და შავი მოცხარის ყლორტებს,[1] ვაშლის მინაფრთიანა (Synanthedon myopaeformis) — უმეტესად ვაშლს.[2]

მინაფრთიანასებრნი

ალვის დიდი მინაფრთიანა (Sesia apiformis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  მინაფრთიანასებრნი
ლათინური სახელი
Sesiidae (Boisduval, 1828
სინონიმები
  • Aegeriidae Stephens, 1828
  • Trochiliidae Westwood, 1843

სქოლიო რედაქტირება

  1. Свиридов А. В. Стеклянницы // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 218.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 330-331.