მიდუეის ბრძოლა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
მიდუეის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის თეატრის ნაწილი | |||
![]() აშშ-ის ბომბდამშენი მესამეჯერ უტევს იაპონულ ცეცხლმოკიდებულ კრუიზერ მიკუმას | |||
თარიღი | 1942 წლის 4 ივნისი — 1942 7 ივნისი | ||
მდებარეობა | წყნარი ოკეანე, მიდუეი | ||
შედეგი | ამერიკული გამარჯვება, იაპონიის იმპერიის საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
![]() |
მიდუეის ბრძოლა — მეორე მსოფლიო ომის გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლა წყნარი ოკეანის თეატრში. ბრძოლა გაიმართა 1942 წლის 4-7 ივნისს, პერლ-ჰარბორზე თავდასხმიდან 6 თვეში.[6][7][8] აშშ-ის საზღვაო ძალებმა, ადმირალები: ჩესტერ ნიმიცის, ფრენკ ჯეკ ფლეჩერის და რეიმონდ სპრუენსის მეთაურობით, დაამარცხა იაპონიის იმპერიული საძრვაო ძალები, ისოროკუ იამამატოს, ნობუტაკე კონდოს, ჩუიჩი ნაგუმოს, ტამონ იამაგუჩის მეთაურობით. სამხედრო ისტორიკოსმა ჯონ კიგანმა ამერიკული გამარჯვება აღწერა როგორც: „ყველაზე განმაცვიფრებელი და გამანადგურებელი დარტყმა საზღვაო ბრძოლების ისტორიაში“,[9] საზღვაო ისტორიკოსმა კრეიგ სიმონდსმა ბრძოლას უწოდა „ყველაზე შედეგიანი საზღვაო ბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში, სალამინის, ტრაფალგარის და ცუსიმის ბრძოლებთან ერთად“.[10]
იაპონური ოპერაცია, პერლ-ჰარბორზე თავდასხმის მსგავსად, მიზნად ისახავდა აშშ-ის განადგურებას როგორც წყნარ ოკეანეში დომინანტურ საზღვაო ძალას, რაც იაპონიას მისცემდა საშუალებას ჩამოეყალიბებინა დიდი აღმოსავლეთ აზიის თანამეგობრობის სფერო. იაპონელებს იმედი ჰქონდათ დამამცირებელი გამარჯვების მოპოვების, რაც გამოიწვევდა აშშ-ის კაპიტულაციას წყნარი ოკეანის ომში. მიდუეის ოკუპაცია მნიშვნელოვანი იყო რათა აღარ განმეორებულიყო დულიტლის რეიდის მსგავსი თავდასხმები იაპონიის მთავარ კუნძულებზე. მიდუეიზე თავდასხმას უნდა მოყოლოდა თავდასხმები ფიჯიზე, სამოაზე და ჰავაიზე.
გეგმა პრაქტიკულად უუნარო იყო იაპონელების მცდარი და უსაფუძვლო გათვლების გამო აშშ-ის რეაქციის შესახებ. აშშ-ის კრიპტოგრაფებმა შეძლეს დაედგინათ იაპონიური თავდასხმის ზუსტი დრო და ადგილი, რამაც აშშ-ს საკუთარი თავდასხმის მომზადების საშუალება მისცა. ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა იაპონურმა ავიამზიდმა (აკაგი, კაგა, სორიუ და ჰირიუ) და სამმა ამერიკულმა ავიამზიდმა. იაპონიამ დაკარგა ოთხივე ავიამზიდი მძიმე კრუიზერ მიკუმასთან ერთად. აშშ-მ დაკარგა ავიამზიდი USS Yorktown და გამანადგურებელი USS Hammann.
მიდუეის და სოლომონის კუნძულების კამპანიის შემდეგ იაპონიას აღარ ჰქონდა შესაძლებლობა ჩაენაცვლებინა როგორც მატერიალური დანაკარგები (განსაკუთრებულად ავიამზიდები) ასევე ადამინური დანაკარგები (განსაკუთრებით გამოცდილი პილოტები და საზღვაო პერსონალი). მიდუეის ბრძოლა ითვლება გარდამტეხ წერტილად წყნარი ოკეანის კამპანიაში.
წინაპერიოდირედაქტირება
წყნარ ოკეანეში ომის გაფართოების შემდეგ, იაპონიის იმპერია სწრაფად აღწევდა დასახულ სტრატეგიულ მიზნებს, იმპერიამ სწრაფად დაიპყრო ფილიპინები, მალაიზია, სინგაპური და ჰოლანდიის ოსტინდოეთი (თანამედროვე ინდონეზია), ეს უკანასკნელი იაპონიისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი დიდი ნავთობის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამო.
სტრატეგიული უთანხმოებები იყო იაპონიის იმპერიული არმიას და იაპონიის იმპერიული საზღვაო ძალებს შორის, ასევე შიდა უთანხმოებები იყო იმპერიული საზღვაო ძალების გენერალურ შტაბ-ბინაში და ისოროკუ იამამატოს გაერთიანებულ ფლოტში, რომელიც 1942 წლის აპრილამდე ვერ ჩამოყალიბდა.[11][12]
იამამატოს უპირველესი მიზანი იყო ამერიკული ავიამზიდების განადგურება, დულიტლის რეიდის დამსახურებით იამამატოს მიაჩნდა რომ იაპონიისთვის წყნარი ოკეანის კამპანიაში ყველაზე დიდ საფრთხეს ამერიკული ავიამზიდები წარმოადგენდნენ და მათი განადგურება დაუყონვნებლივ უნდა მომხდარიყო.[13]
შედეგირედაქტირება
აშკარა გამარჯვების და ვიკთან დევნის შეწყვეტის შემდეგ, აშშ-ის ძალები პერლ-ჰარბორში დაბრუნდნენ მარაგების შესავსებად.
ისტორიკოსმა სამუელ მორისონმა 1949 წელს დაწერა რომ რეიმონდ სპრუსი დიდი კრიტიკის სამიზნე გახდა იაპონიის ფლოტის ბოლომდე არ განადგურების გამო,[14] კლეი ბლეირს მიაჩნდა რომ დევნის გაგრძელების შემთხვევაში ღამით საჰაერო თავდასხმებს ვერ განახორციელებდნენ ხოლო რეიმონდ სპრუსის კრუიზერებს იაპონიის იმპერიული საზღვაო ძალები საჰაერო დაზღვევის გარეშე უპრობლემოდ გაანადგურებდნენ.[15] ასევე ამერიკულმა საჰაერო ძალებმა მნიშვნელოვანი განიცადეს საბოლოო გამარჯვების მიუხედავად, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ბრძოლაში მონაწილე ტორპედო ბომბდამშენების დიდი ნაწილი დაკარგეს. სიტუაციას ართულებდა ის ფაქტიც რომ სპრუსის გამანადგურებელებს ცოტა საწვავი ჰქონდათ დარჩენილი.[16][17]
15 ივნისს ჩუიჩი ნაგუმომ ლიასონის კონფერენციაზე წარადგინა ბრძოლის ანგარიში, ანგარიშში ნათქვამია რომ ამერიკელებმა არ იცოდნენ იაპონელების გეგმაზე და იაპონელები არ შეუმჩნევიათ 4 ივნისის დილის 5 საათამდე, როდესაც რეალობაში ამერიკელებმა იაპონური გეგმის შესახებ თავიდანვე იცოდნენ დეკოდირების დამსახურებით.[18][19]
იაპონიის ახალი ამბების პროგრამამ დიდი გამარჯვება გამოაცხადა. მხოლოდ იმპერატორი ჰიროჰიტო და საზღვაო ზალების უმაღლესი ოფიცრები იყვნენ ინფორმირებული რეალური მარცხის შესახებ.[20]
იაპონიის ფლოტის ჰაშირაჯიმაში დაბრუნების შემდეგ დაჭრილები საზღვაო საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი უმეტესობა კლასიფირებული იქნა როგორც „საიდუმლო პაციენტები“, ისინი სხვა პაციენტებისგან იზოლირებულ პალატებში მოათავსეს.[21] ისინი ვინც კვლავ საომარ მდგომარეობაში იყვნენ სხვა დანაყოფებში გაანაწილეს ისე რომ ოჯახების და მეგობრების ნახვის უფლებაც კი არ მისცეს.[22] შემდგომში ჩუიჩი ნაგუმო ავიამზიდების აღდგენითი სამუშაოების ზედამხედველად დაინიშნა.[23]
ბრძოლაში მიღებული დანაკარგების ბოლომდე შევსებას იაპონიის იმპერია ვეღარასოდეს მოახერხებს რაც საბოლოოდ იაპონიის დამარცხების უმნიშვნელოვანესი მიზეზი გახდა.
იაპონური და ამერიკული დანაკარგებირედაქტირება
ბრძოლის დასრულებისას იაპონიამ 3 057 პერსონალი დაკარგა. დანაკარგები ავიამზიდების ბორტზე იყო: აკაგი: 267; კაგა: 811; ჰირიუ: 392; სორიუ: 711 (კაპიტანი იანაგიმოტოს ჩათვლით, რომელმაც გემის დატოვებაზე უარი თქვა); სულ: 2 181.[24] მძიმე კრუიზერები მიკუმა (ჩაიძირა; 700 გარდაცვლილი) და მოგამი (დაზიანებული; 92 გარდაცვლილი) სხვა 792 იაპონელოი სამხედრო გარდაიცვალა საჰაერო ოპერაციებისას.[25]
აშშ-მ დაკარგა ავიამზიდი Yorktown და გამანადგურებელი Hammann. 307 ამერიკელი გარდაიცვალა, გენერალ-მაიორი კლეარენც ტინკერის ჩათვლით.
წარმოჩენა ლიტერატურასა და პოპკულტურაშირედაქტირება
წიგნებირედაქტირება
- წიგნი „წარმოუდგენელი გამარჯვება“, ავტორი: უოლტერ ლორდი
- წიგნი „დამსხვრეული ხმალი:მიდუეის ბრძოლის უცნობი ისტორია“, ავტორები: ანტონი ტული და ჯონათან პარშალი
ფილმებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- The Japanese Story of the Battle of Midway, prepared by U.S. Naval Intelligence from captured Japanese documents
- Battle of Midway (1942) – U.S. Navy propaganda film directed by John Ford.
- „The Battle of Midway (1942)“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Victory At Sea: Midway Is East (1952) – Episode 4 from a 26-episode series about naval combat during World War II.
- The Course to Midway Turning Point in the Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 October 2014. Comprehensive historic overview created by Bill Spencer, archive.org
- Naval History and Heritage Command Midway Page
- "The Japanese Story of the Battle of Midway" – ONI Review – Vol. 2, No. 5 (May 1947)
- WW2DB: The Battle of Midway
- After Midway: The Fates of the U.S. and Japanese Warships by Bryan J. Dickerson
- Animated History of The Battle of Midway დაარქივებული 2015-02-04 საიტზე Archive.is
- Midway Chronology 1
- Midway Chronology 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 26 April 2006
- Destination Point Luck: Voices From Midway (2008) – U.S. Navy Interviews of Battle of Midway Veterans
- A real tragedy by Ray Daves, a crewman on the USS Yorktown; from the memoir Radioman: An Eyewitness Account of Pearl Harbor and World War II in the Pacific, as told to Carol Edgemon Hipperson
სქოლიორედაქტირება
- ↑ Blair 1975, p. 240 map
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 90–91
- ↑ The Battle of Midway. Office of Naval Intelligence.
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 524
- ↑ {{Harvnb|parshall|tully|2005|pp=113,365, 377-380, 479
- ↑ Dull 1978, p. 166
- ↑ A Brief History of Aircraft Carriers: Battle of Midway. U.S. Navy (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2007. ციტირების თარიღი: 12 June 2007.
- ↑ Keegan 2005, p. 275
- ↑ Symonds 2018, p. 293
- ↑ Prange, Goldstein და Dillon 1982, p. 13–15, 21–23; Willmott 1983, p. 39–49; Parshall და Tully 2005, p. 22–38.
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 33; Prange, Goldstein და Dillon 1982, p. 23
- ↑ Prange, Goldstein და Dillon 1982, p. 22–26
- ↑ Morison 1949, p. 142–143
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 330
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 382
- ↑ Toll 2012, p. 471
- ↑ Chūichi Nagumo. (June 1942) CINC First Air Fleet Detailed Battle Report no. 6.
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 92–93
- ↑ Bix 2001, p. 449
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 386
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 386–387
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 388
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 476
- ↑ Parshall და Tully 2005, p. 378, 380