მთვარის ფაზებიმთვარის ხილული ნაწილის სხვადასხვა ფორმები. მთვარის ფაზების მონაცვლეობა დაკავშირებულია ტერმინატორის (მთვარის ბადროს განათებული და გაუნათებელი ნაწილების საზღვრის) გადანაცვლებასთან, რაც თავის მხრივ დედამიწის ირგვლივ მთვარის გარემოქცევისას მთვარის, დედამიწისა და მზის ურთიერთგანლაგების ცვალებადობითაა გამოწვეული.

მთვარის ფაზები

განასხვავებენ ოთხ ძირითად მთვარის ფაზებს: ახალმთვარეობის მომენტში მთვარე დედამიწასა და მზეს შორისაა, ჩვენკენ გაუნათებელი ნახევრითაა მოქცეული და უხილავია. შემდეგ მთვარე მზის მიმართ აღმოსავლეთით ინაცვლებს. მეშვიდე დღეს მთვარე მზიდან 90° კუთხურ მანძილზეა და ჩანს ნახევარწრისებურად (პირველი მეოთხედი), 7 დღე-ღამის შემდეგ მთვარე მზის საწინააღმდეგო მხარესაა და ჩანს სრული დისკოს სახით (სავსემთვარეობა), კიდევ 7 დღე-ღამის შემდეგ მთვარე უკანასკნელი მეოთხედის ფაზაშია (მზისგან დასავლეთით 90°-ზე), ხოლო ციკლი მთავრდება 29.5306 დღე-ღამეში.

მთვარის ფაზების ცვლა საფუძვლად დაედო მთვარისმიერ და მთვარე-მზისიერ კალენდარულ სისტემებს.

ლიტერატურა რედაქტირება