ერიჩეს მთის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან მთა ერიქსთან ბრძოლა)
ერიჩეს მთის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომის ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 248 - ძვ. წ. 241
მდებარეობა პანორმას მიდამოები, მთა ერიჩეს მისადგომები
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
ლუციუს იუნიუს პულუსი
გაიუს ფუნდანიუს ფუნდულუსი
ჰამილკარ ბარკა

ერიჩეს მთის ბრძოლაპირველი პუნიკური ომის ბოლოს პანორმას მიდამოებში რომაელთა და კართაგენელთა დაპირისპირება, რომელიც არც ერთი მხარის გადამწყვეტი გამარჯვებით არ დასრულებულა.

ძვ. წ. 249 წელს რომაული ფლოტის ქარიშხალში დაღუპვის შემდეგ, კონსულმა ლუციუს იუნიუსმა დაიკავა მთა ერიჩე, რომელიც ეტნას შემდეგ ყველაზე მაღალია სიცილიაში.

ძვ. წ. 248 კართაგენელთა მხედართნმთავრად სიცილიაში ჰამილკარ ბარკა დანიშნეს. მან დაიკავა პანორმასა და მთა ერიჩეს შორის მდებარე ერკტეს[1] ამაღლება. იგი შესანიშნავ დასაბანაკებელ ადგილს წარმოადგენდა, ვინაიდან მთის ყველა მხარე ციცაბო იყო და პლატო საკმაოდ დიდი იყო ბანაკისთვის. მთის ძირში კი კარგი ნავთსადგური იყო, დრეპანაში და ლილიბეუმში გადასასვლელად. მთაზე ხმელეთიდან ორი გზა ადიოდა, ზღვიდან ერთი, სწორედ მესამე გზასთან დაბანაკდა ჰამილკარი. ამ ადგილს ბაკრა ბაზად იყენებდა და იქიდან ფლოტის მეშვეობით თავს ესხმოდა იტალიის ნაპირებს.

რომაელები ბარკას ბანაკიდან 2 კმ-ში დაბანაკდნენ. ორ ბანაკს შორის სამი წლის მანძილზე პერმანენტული ბრძოლები იმართებოდა, რომლის აღწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

პოლიბიუსის თანახმად მეტოქეები ყველაფერში თანაბარნი იყვნენ, მათი ბანაკები ერთნაერად კარგად გამაგრებული იყო და ჯარებიც ერთნაერად ძლიერი იყო. ამით იგი ხსნის გადამწყვეტი ბრძოლის შეუძლებლობას.

ერიჩეს მთა და მისი ძირი რომაელების ხელში იყო, ხოლო ფერდობზე მდებარე ქალაქი ძვ. წ. 244 ან ძვ. წ. 243 წელს ჰამილკარმა დაიკავა. მთის წვერზე მყოფი რომაელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა კართაგენელებიც არ იყვნენ კარგ დღეში.

გაიუს ფუნდანიუს ფუნდულუსმა მოახერხა კართაგენელთა დამარცხება, და ბრძოლის შემდეგ არ მისცა მიცვალებულთა დამარხვის საშუალება. ხოლო შემდეგ ბრძოლაში კართაგენელებმა სძლიეს, მაგრამ ჰამილკარმა დიდსულოვნად დაამარხინა რომაელებს მოკლულები[2].

რომაელებს, ზოგიერთი მკვლევარის თვალსაზრისით ხელს მხედართმთავრების ყოველწლიური როტაცია უშლიდათ, ხოლო კართაგენელებს დაქირავებულთა სიხარბე. რომაელებმა მოისყიდეს გალები, მათ ვერ შეძლეს ქალაქის რომაელებისთვიოს გადაცემა, მაგრამ მათ მხარეს კი გადავიდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რომაულ არმიაში დაქირავებული მეომრები იბრძოდნენ.[3]

უპირატესობა არცერთ მხარეს არ ჰქონდა კიდევ ორი წლის მანძილზე. დაპირისპირება მხოლოდ ომის დასრულებამ შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სავარაუდოდ Monte Pellegrino ან Monte Castellacio
  2. ამის შესახებ მხოლოდ დიოდორე ყვება.
  3. ზონარა