მზია ჩხეტიანი

ქართველი მწერალი

მზია ჩხეტიანი (დ. 10 მაისი, 1940, ღვირიში, ცაგერის რაიონი — გ. ოქტომბერი, 2020[1]) — ქართველი მწერალი, პოეტი[2], შიო მღვიმელის სახელობის პრემიის ლაურეატი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურის პრემიის ლაურეატი.

მზია ჩხეტიანი
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1940(1940-05-10)
გარდაცვალების თარიღი ოქტომბერი, 2020 (80 წლის)
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების მედალი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1940 წლის 10 მაისს, ლეჩხუმში, სოფელ ღვირიშში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 1965 წლიდან.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და ტელევიზიაში. მწერალთა კავშირის წევრია 1978 წლიდან.[3] მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში. არის 1996 წელს ბავშვთა საერთაშორისო ფონდისა და გაზეთ „ნერგის“ მიერ გამოცხადებული პოეზიის კონკურსის ლაურეატი, ხოლო 2008 წელს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების კონკურსზე „ხერთვისი“ პოეზიაში მიენიჭა პირველი პრემია.

1990 წელს გადაეცა შიო მღვიმელის სახელობის პრემია. მიღებული აქვს ღირსების მედალი.

2019 წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურის პრემია[4].

1964 წლიდან, 56 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის ყოფილ ბინაში, მთაწმინდის ქუჩა № 20-ში[5]. გარდაიცვალა 2020 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • „ჭიტა-ჭიტა“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 1973
  • „მზეშინა“ — გამომცემლობა „მერანი“ 1975
  • „ფრთები“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 1975
  • „ლეტიბაჩების ქვეყანა“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 1978
  • „ერთი ცისფერი ბილიკი“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 1981
  • „დიალოგები საკუთარ თავთან“ — გამომცემლობა „მერანი“ 1981
  • „ახალი წელი ტყეში“ — ჟურნალ „დილის“ ბიბლიოთეკა 1981
  • „მახარობელი“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 1983
  • „საფიცარი“ — გამომცემლობა „ნაკადული“1984
  • „იმ მთებს გადაღმა“ — გამომცემლობა „მერანი“ 1986
  • „ჩვენ ისწევ შევხვდით“ — გამომცემლობა „მერანი“ 1987
  • „ბაჯი-ბუჯი ბაჯბაჯაური“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 1988
  • „კდემის კოცონი“ — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1988
  • „აი ვინ არის ქართველი“ — ჟურნალ „დილის“ ბიბლიოთეკა 1990
  • „გზა ტკივილიდან ტკივილებამდე“ — გამომცემლობა „მერანი“ 1991
  • „გორგონეს თავი“ — გამომცემლობა „ცასწავალა“ 1994
  • „დავითი და კონსტანტინე“ — გამომცემლობა „ცასწავალა“ 2000
  • „აკიდო“ — გამომცემლობა „ნაკადული“ 2005

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მზია ჩხეტიანი - 70. მწერლის გაზეთი. 2010 წელი. 1-15 მაისი, N5, გვ.9.

სქოლიო რედაქტირება

  1. ოლღა გურამიშვილი - ჭავჭავაძის მთაწმინდის სახლი და ცნობილი აივანი
  2. მზია ჩხეტიანის პოეზია. www.aura.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2020.
  3. მწერლის გაზეთი N4 (259). dspace.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2020.
  4. იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია
  5. ნიკურაძე ლ., სახლი მთაწმინდაზე, ჟურნ. ისტორიანი, № 11 (107), ნოემბერი, 2019, გვ., 63-67