მზე შინა — ძეობის რიტუალთან დაკავშირებული წარმართობის დროინდელი ქართული ხალხური ორხმიანი სიმღერა, აგრეთვე საწესო ფერხული („სამაიას“ ნაირსახეობა). სიმღერა გაბმული ბანის ფონზე მონაცვლეობით ასრულებდა 2 ქალი. ამას მოსდევდა ღამისთევა გართობა-თამაშით: მე-3 დღეს ბავშვის დედას ტახტრევანზე დააწვენდნენ. იწყებოდა მილოცვები სიმღერით. სიმღერითვე მიმართავდნენ მზეს. „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო...“ ცეკვავდნენ ფერხულს, ამ აიმღერის ფონზე, სასიმღერო რიტმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (გურული 6/8, მეგრული 2/4), ცეკვა ნარნარი ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ძეობის რიტუალი 2 კვირას გრძელდებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება