მეხუთე საარტილერიო ბრიგადა (საქართველო)

მეხუთე საარტილერიო ბრიგადა — საარტილერიო ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 1993 წელს I საარტილერიო ბრიგადის სახელწოდებით. ექვემდებარება სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობას.[1]

ბრიგადამ აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2010 წლიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა სისტემატურად მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში.[2] 2018 წელს სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად I საარტილერიო ბრიგადა ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის სარდლობის V საარტილერიო ბრიგადად.[3]

  1. სახმელეთო ჯარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  2. 2011 წ. 26 მაისის აღლუმის პროგრამა[მკვდარი ბმული]. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 25.05.2011
  3. თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. კვირა მედიაჰოლდინგი. 10 ნოემბერი 2022.