მეხსიერების მისამართი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეხსიერების მისამართიორობითი რიცხვებისგან შემდგარი კოდი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის ადგილმდებარეობას მეხსიერებაში, სადაც რაიმე მონაცემს ინახავს კომპიუტერული პროგრამა. თანამედროვე კომპიუტერებს, რომლებსაც შეუძლიათ თითოეულ ბაიტზე მითითება ბაიტზე-მითითებადი ეწოდებათ, ისინი ერთ მისამართზე ერთ ბაიტს იტევენ; როდესაც მონაცემი ბაიტზე მეტია ინფორმაცია მეზობელ მისამართებზე ნაწილდება. თუმცა, არსებობს word-addressable(უორდზე მითითებადი, უორდი შეიძლება იყოს 1-დან 8 ბაიტამდე), რომელიც განსხვავებული ზომის ინფორმაციას იტევს.

გაშვებად პროგრამაში ფარდობითი მისამართი არის ათვლილი რაიმე წერტილიდან, ხოლო აბსოლუტური(ზოგჯერ ზუსტი, რეალური ან მანქანური) არის უნიკალური და რეალური მისამართი მეხსიერებაში.