მექსიკის მეორე იმპერია
მექსიკის მეორე იმპერია – ეწოდებოდა მექსიკის მმართველობის რეჟიმს 1864-1867 წლებში. იგი შეიქმნა საფრანეგთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მიერ, რომელმაც მექსიკის კამპანიით სცადა აღედგინა ადრეული, ნაპოლეონისეული საფრანგეთის დიდება. სამხედრო ჩარევის შედეგად (მექსიკა-საფრანგეთის ომი) მექსიკის სათავეში დასვეს ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიან ფერდინანდი, შემდეგში მაქსიმილიან I. საფრანგეთის დიდი მცდელობისა და ავსტრიისა და ესპანეთის სამეფო კარის მხარდაჭერით, მექსიკაში ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის მონარქიული სისტემა.
მექსიკის იმპერია | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
![]() მექსიკის მეორე იმპერია | |||||||||
დედაქალაქი | მეხიკო | ||||||||
ენა | ესპანური | ||||||||
რელიგია | კათოლიკური ეკლესია | ||||||||
ფულის ერთეული | პესო | ||||||||
იმპერატორი | |||||||||
- 1864–1867 | მაქსიმილიან I | ||||||||
რეგენრი | |||||||||
- 1863–1864 | ხუან ალმონტე | ||||||||
საფრანგეთს მხარს უჭერდა მექსიკის კონსერვატიული ნაწილი და დიდგვაროვნები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ამით წერტილი დაესმებოდა რევოლუციათა ციკლს და დამყარდებოდა სტაბილურობა.