მექანიკური ფორთოხალი (რომანი)

ენტონი ბერჯესის 1962 წლის რომანი

მექანიკური ფორთოხალიენტონი ბერჯესის 1962 წელს გამოცემული დისტოპიური რომანი. მოქმედება ხდება ახლო მომავლის ინგლისურ საზოგადოებაში, რომელიც ქმნის ახალგაზრდების ექსტრემისტული ძალადობის სუბკულტურას. თინეიჯერი პროტაგონისტრი, ალექსი მოგვითხრობს საკუთარი ძალადობრივი საქციელებისა და მისი გამოცდილების შესახებ სახელმწიფოს წარმომადგენლების მისი გამოსწორების მცდელობის შესახებ[1]. წიგნი ნახევრად დაწერილია რუსულის გავლენის მქონე არგოზე, რომელსაც ჰქვია „ნადსატი“. ბერჯესის მიხედვით ის დაიწერა სამ კვირაში[2].

„მექანიკური ფორთოხალი“
A Clockwork Orange
ავტორი ენტონი ბერჯესი
ილუსტრატორი ქრისტოფერ დომბრესი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ნადსატი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
სატირა
დისტოპიური ფანტასტიკა
გამომცემელი უილიამ ჰეინემანი
გამოცემის თარიღი 1962 წელი
მთარგმნელი გია ჭუმბურიძე (ქართულად)
მედია ბეჟდური (მაგარყდიანი & თხელყდიანი) & აუდიო წიგნი (კასეტა, CD)
გვერდი

192 გვერდი (მაგარყდიანი გამოცემა) &

176 გვერდი (თხელყდიანიის გამოცემა)
oclc 4205836
ISBN 0-434-09800-0

2005 წელს „მექანიკური ფორთოხალი“ შევიდა ჟურნალი „The Times“-ის 1923 წლის შემდეგ დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაში[3], და ის დასახელდა „Modern Library“-ისა და მისი მკითხველების მიერ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო XX საუკუნის 100 რჩეული ინგლისურენოვანი რომანიდან[4]. წიგნის ორიგინალი ხელნაწერი განთავსდა მაკმასტერის უნივერსიტეტის უილიამ რიდის სამმართველოს არქივისა და კვლევების კოლექციაში, ჰამილტონში (კანადა), მას შემდეგ რაც ინსტიტუტმა დოკუმენტები მოიპოვა 1971 წელს[5].

ანალიზი რედაქტირება

გარემოებები რედაქტირება

მექანიკური ფორთოხალი დაიწერა ქალაქ ჰოვში, მაშინ ერთ-ერთ ძველ საზღვაო ქალაქში[6]. ბერჯესი ბრიტანეთში დაბრუნდა საზღვარგარეთ მოღვაწეობის შემდეგ და აღმოაჩინა, რომ ბევრი რამე შეიცვალა[7]. ინგლისი ამ პერიოდში მოიცვა არასრულწლოვანთა დანაშაულის შიშმა[6]. ბერჯესი ამბობდა, რომ რომანის ინსპირაცია იყო მისი პირველი ცოლი ლინის ცემა  ამერიკელი მთვრალი მოსამსახურეების ბანდის მიერ, რომლებიც ინგლისში იყვნენ განლაგებულნი მეორე მსოფლიო ომის დროს. მოგვიანებით ქალმა ბავშვი მოიშორა[6][8]. თავისუფალი ნების მის გამოძიებაში, წიგნის სამიზნე, როგორც ჩანს, არის ბიჰევიორიზმი, რომლის პიონერებიც იყვნენ ისეთი ფიგურები, როგორიცაა ფრედერიკ სკინერი[9].

სათაური რედაქტირება

ბერჯესმა სათაურის წარმოშობის სამ გზას გვთავაზობს:

  • მან ბევრჯერ მოისმინა ფრაზა „ისეთი უცნაური, როგორც მექნიკური ფორთოხალი“ ("as queer as a clockwork orange") ლონდონის პაბში 1945 წელს და გადაწყვიტა, რომ ეს იყო კონკური საკუთარი თავის გამოხატვა. მექანიკურ მარმელადში, ესეიში, რომელიც 1972 წელს გამოქვეყნდა „Listener-ში“, ის ამბობს, რომ ეს ფრაზა გაიგონა, რამდენიმეჯერ ამ შემთხვევის შემდეგ. ის ასევე განმარტავდა სათაურს უილიამ ევერსონის კითხვაზე პასუხში სატელევიზიო პროგრამის, "Camera Three- ის" დროს 1972 წელს: "მოკლედ, სათაურს აქვს ძალიან განსხვავებული მნიშვნელობა, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული თაორბისთვის ლონდონელი კოკნეიებისა.ეს არის ფრაზა, რომელიც მე გავიგონე რამდენიმე წლის წინ და ძალიან შემიყვარდა, მინდოდა მისი გამოყენება წიგნის სათაურად. მაგრამ თვითონ ფრაზა მე არ შემიქმნია. ფრაზა „ისეთი უცნაური, როგორც მექანიკური ფორთოხალი“ არის კარგი ძველი აღმოსავლეთ ლონდონის ჟარგონი და ჩემი აზრით, მისი ახსნა არ არის საჭირო.ახლა, რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვიყავი მემეცა მისთვის დამატებითი მნიშვნელობა. მე მივუსადაგე დამატებითი განზომილება. მე განვიზრახე გაერთიანება ორგანულის, ცოცხალისა და ტკბილისა - სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სიცოცხლე, ფორთოხალი - და მექანიკურის, ცივის, დისციპლინირებულისა. მე ისინი ერთად დავალაგე ამ სახის ოქსიმორონში, ამ მომჟავო-მოტკბილო სიტყვაში“[10][11]. მიუხედავად ამისა, არანაირი სხვა ჩანაწერი ამ გამონათქვამისა იქნა გამოყენებული 1962 წლამდე[12].
  • მისი მეორე განმარტების მიხედვით, ეს იყო სიტყვებით თამაში მალაიზიური სიტყვა „ORANG“-დან, რაც კაცნს ნიშნავს. რომანი არ შეიცავს არცერთ მალაიზიურ სიტყვასა ან კანშირს[12].
  • მექანიკური ფორთოხალის შემოქმოდების დასაყის ჩანაწერებში: პიესა მუსიკით, მან დაწერა, რომ სათაური იყო მეტაფორა „... ორგანული ერთუელისთვის,რომელიც სავსეა წვენით, სიტკბოებითა და სასიამოვნო სურნელით და გადაიქცა მექანიზმად“[12].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

შედარება Kubrick-ის ფილმის ადაპტაციებთან

სქოლიო რედაქტირება

  1. "Books of The Times"The New York Times. 19 March 1963.
  2. "A Clockwork Orange - The book versus the Film". Retrieved 19 September 2013.
  3. Grossman, Lev; Lacayo, Richard (16 October 2005). "All-Time 100 Novels: The Complete List" დაარქივებული 2008-09-13 საიტზე Wayback Machine. . Time.
  4. "100 Best Novels". Modern Library. Retrieved 31 October 2012
  5. Humphreys, Adrian (11 November 2012). "A clockwork original: McMaster University bought manuscript of iconic novel for $250"National Post. Retrieved 13 November 2012.
  6. 6.0 6.1 6.2 Ahmed, Samira (3 July 2012). "A Clockwork Orange - interview with Will Self"[მკვდარი ბმული]Nightwaves (Interview). BBC.
  7. A Clockwork Orange (Penguin Modern Classics) (Paperback) by Anthony Burgess, Blake Morrison xv
  8. Burgess, A. A Clockwork Orange, Penguin UK, 2011, introduction by Blake Morrison, page 17 : « his first wife, Lynne, was beaten, kicked and robbed in London by a gang of four GI deserters ».
  9. A Clockwork Orange (Hardback) by Anthony Burgess, Will Self
  10. An examination of Kubrick's A Clockwork OrangeCamera Three: Creative Arts Television, 2010-08-04. (Video)
  11. Clockwork Orange: A review with William Everson. Retrieved: 2012-03-11.
  12. 12.0 12.1 12.2 Dexter, Gary (2008). Why Not Catch-21?: The Stories Behind the Titles. Frances Lincoln Ltd. pp. 200–203. ISBN 0-7112-2925-2.