მეფუტკრე (2024 წლის ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეფუტკრე (ინგლ. The Beekeeper) — რეჟისორ დეივიდ ეიერის 2024 წლის ფილმი (სამოქმედო, თრილერი). მთავარ როლებს ასრულებენ: ჯეისონ სტეითემი, ემი რეივერ-ლემპმენი, ჯოშ ჰატჩერსონი, ბობი ნადერი, ფილიცია რაშადი, ჯემა რედგრეივი და ჯერემი აირონსი. როდესაც მისი გულკეთილი მემამულე ხდება ფიშინგის მსხვერპლი და თავს იკლავს, ფილმის მთავარი პერსონაჟი, ყოფილი მეფუტკრე ადამ ქლეი იწყებს სასტიკ კამპანიას, რომ შური იძიოს მისი მემამულის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებზე.

„მეფუტკრე“
ჟანრი სამოქმედო, თრილერი
დამდგმელი რეჟისორი დეივიდ ეიერი
პროდიუსერი დეივიდ ეიერი, ბილ ბლოკი, კრის ლონგი, ჯეისონ სტეითემი, კურტ ვიმერი
როლებში ჯეისონ სტეითემი, ემი რეივერ-ლემპმენი, ჯოშ ჰატჩერსონი, ბობი ნადერი, ფილიცია რაშედი, ჯერემი აირონსი
მუსიკა დეივიდ სერდი, ჯერედ მაიკლ ფრაი
მონტაჟი ჯეოფრი ო'ბრაიენი
სტუდია Metro-Goldwyn-Mayer, Miramax, Cedar Park Entertainment, Punch Palace Productions
დისტრიბუტორი Amazon MGM Studios
გამოსვლის თარიღი 12 იანვარი, 2024
ხანგრძლივობა 105 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $40 მილიონი
შემოსავალი $152.7 მილიონი

„მეფუტკრე“ გამოვიდა აშშ-ში Amazon MGM Studios - ის მიერ 2024 წლის 12 იანვარს. ფილმმა მსოფლიო მაშტაბით შემოსავლის სახით 152.7 მილიონი დოლარი მოიპოვა.

პენსიაზე გასული სკოლის მასწავლებელი ელოიზ პარკერი მარტო ცხოვრობს, მაგრამ ჰყავს ბინადარი მის ბეღელში, ადამ კლეი, მეფუტკრე, რომელიც მშვიდ ცხოვრებას მიჰყვება. ელოიზი ფიშინგის მსხვერპლი ხდება, რომელიც მას გააკოტრებს და 2 მილიონ დოლარს მოპარავს საქველმოქმედო ფონდიდან, რომელსაც ის მართავს. ამ ფაქტით განადგურებული ელოიზი თავს იკლავს. ადამი აღმოაჩენს მის სხეულს და მაშინვე გახდება დაპატიმრებული FBI-ის აგენტის და ამავდროულად ელოიზის ქალიშვილის, ვერონა პარკერის მიერ. ადამის განთავისუფლების შემდეგ ვერონა ეუბნება მას, რომ FBI-მ იცოდა იმ ჯგუფის შესახებ, რომელიც ატყუებდა დედამისს, მაგრამ მათი მონიტორინგი რთულია. სამართლის აღსადგენად, ადამი დაუკავშირდება მეფუტკრეებს, იდუმალ ჯგუფს, რათა მოძებნონ პასუხისმგებელი პირები.

ადამი იღებს ქოლ ცენტრის მისამართს, რომელსაც მართავს მიკი გარნეტი. ის აშინებს ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და შენობას გადაწვავს. მიკი აცნობებს თავის უფროსს, დერეკ დენფორთს, რომელიც მიკის ავალებს, რომ მოკლას ადამი. ხდება ძალადობრივი დაპირისპირება, სადაც ადამი კლავს მიკის კაცებს და აზიანებს მიკის მარჯვენა ხელს. მიკი ხიდთან გაჩერების დროს დერეკს ურეკავს და აცნობებს, რომ ადამი მეფუტკრეა. ადამი, რომელიც მიკის ჩუმად გაჰყოლოდა, მას მოსაკლავად სატვირტოთი ხიდიდან გადააგდებს და გააფრთხილებს დერეკს, რომ მასაც მოკლავს.

დერეკი უკავშირდება CIA-ს ყოფილ აგენტს, უოლას ვესტვილდს,რომელიც აწარმოებს უსაფრთხოების საქმეებს დერეკის დედისთვის. შეშფოთებული უოლასი უკავშირდება CIA-ს ამჟამინდელ დირექტორს ჯანეტ ჰარვარდს იმ იმედით, რომ ის შეაჩერებს ადამს. ჯანეტი გაარკვევს, რომ ადამმა მეფუტკრეების ორგანიზაცია დატოვა.ვერონა და მისი პარტნიორი მეტ უილი ფიქრობენ, რომ ადამი იერიშს მიიტაანს „Nine Star United Center"-ზე ბოსტონში, რომელიც ზედამხედველობს დერეკის ყველა გლობალური თაღლითობის ქოლ ცენტრს. მას შემდეგ რაც აცნობეს FBI-ის დირექტორის მოადგილეს ჯექსონ პრიგს, რომ ადამი მეფუტკრეა, ვერონა და მეტი იღებენ ყველანაირ მხარდაჭერას, რასაც ითხოვენ.

უოლესი შეკრავს ყოფილი სპეცდანიშნულების ძალების პერსონალისგან ჯგუფს და ეტყვის მათ, რომ მეფუტკრეები არიან მაღალკვალიფიციური და საშიში საიდუმლო სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელსაც ევალება აშშ-ის დაცვა. ადამის შეჩერებისთვის, უოლესი უბრძანებს ჯგუფს დაიცვან „ცხრა ვარსკვლავის შენობა“ შიგნიდან, ხოლო FBI ათავსებს საკუთარ SWAT გუნდს გარე პერიმეტრზე. დერეკის უარი თანამშრომლების ევაკუაციაზე ადამს საშუალებას აძლევს სწრაფად დაამარცხოს FBI SWAT გუნდი და შეაღწიოს შენობაში. მას შემდეგ რაც, მან გაანადგურა უოლესის ყოფილი სპეციალური ძალების ჯგუფი, ადამი იწყებს მენეჯერის, რიკო ანზალონეს დაკითხვას, რომელიც ცხადყოფს, რომ დერეკი მისი უფროსია.

ვერონა აცნობებს პრიგს, რომ დერეკი მართავს ორივე კომპანიას, რომელსაც აშშ-ს რამდენიმე სამთავრობო უწყება იყენებს. ვერონა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ადამი არა მხოლოდ შეეცდება დერეკის მოკვლას, არამედ შესაძლოა მოკლას ჯესიკა დენფორთი, აშშ-ის პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მისი შვილი იყენებს მოპარულ სახსრებს მისი კამპანიის დასაფინანსებლად. როდესაც ადამი დატყვევებას გადაურჩება, უოლესი ურჩევს დერეკს, რომ დარჩეს დედასთან საიდუმლო სამსახურის დაცვის ქვეშ.

ჯესიკას ზღვისპირა სახლში უოლესი ქირაობს სპეციალურ თავდაცვის ჯგუფს, რომელმაც უნდა დაიცვას ჯესიკას სახლი ადამისგან. ამ ჯგუფის ერთერთ წევრია ლაზარე, რომელმაც „მეფუტკრეებთან“ წინა შეხვედრის დროს ფეხი დაკარგა. ადამი სასახლეში შეაღწევს, ჯესიკა კი პრიგისგან გაიგებს სიმართლეს შვილის უკანონო ქმედებებზე. მას შემდეგ, რაც ადამი კლავს დაქირავებულ ჯარისკაცებს და ლაზარეს, ჯესიკა გადაწყვეტს, რომ ადამს და მსოფლიოს ეტყვის სიმართლეს დერეკის თაღლითობის შესახებ. განრისხებული დერეკი კლავს პრიგს და მძევლად აიყვანს დედას. უოლესი ესაუბრება ადამს, რათა დაარწმუნოს იგი ბოლო მომენტში გამობრუნდეს უკან, მაგრამ ვერ ახერხებს. ადამი საბოლოოდ აღწევს ჯესიკას ოფისში, სადაც მას სწრაფად შეუერთდნენ ვერონა, მეტი და FBI-ის დანარჩენი აგენტები.

ვერონა ცდილობს ადამის ჯესიკასა და დერეკის მოკვლისგან გადაბირებას. დერეკი უეცრად დედის მოკვლას შეეცდება, მაგრამ ადამი მას მოკლავს და ფანჯრიდან გაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ვერონას შეეძლო, ის გადაწყვეტს, რომ არ ესროლოს ადამს. ადამი მოახერხებს გაქცევას წყალქვეშა ხელსაწყოების დახმარებით, რომელიც მას სანაპიროზე ჰქონდა დამალული.

ფილმის შეფასება

რედაქტირება

ცნობილ მიმოხილვების ვებსაიტზე „Rotten Tomatoes" 175 კრიტიკოსიდან 70%-ის შეფასება დადებითია. ფილმის საშუალო რეიტინგი — 5.9/10. 36 კრიტიკოსის საფუძველზე ფილმმა 100 ქულიდან 53 აიღო.[1] CinemaScore-ის გამოკითხულმა აუდიტორიამ ფილმს მიანიჭა "B+" A+-დან F-მდე სკალით.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება