მეფე ჯორჯის კუნძულები
მეფე ჯორჯის კუნძულები (ფრანგ. Îles du Roi Georges) — ტუამოტუს კუნძულების ჯგუფის ჩრდილოეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში.
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles du Roi Georges | |
---|---|
ტუამოტუს რუკა, მეფე ჯორჯის კუნძულები მდებარეობს ძირითადი ჯგუფიდან ჩრდილო-დასავლეთით | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°32′ ს. გ. 147°08′ დ. გ. / 14.533° ს. გ. 147.133° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 5 |
მთავარი კუნძული | ტაკაროა |
ფართობი | 64 კმ² |
საფრანგეთი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2956 (2007) |
სიმჭიდროვე | 46,188 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებამეფე ჯორჯის კუნძულები შედგება ოთხი მარჯნის რიფისაგან და ერთი კუნძულისაგან:
№ | კუნძული | ხმელეთის ფართობი, კმ² |
ლაგუნის ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2007) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
კოორდინატები |
---|---|---|---|---|---|---|
1 | აჰე | 12 | 138 | 561 | 46,75 | 14°29′ ს. გ. 146°19′ დ. გ. / 14.483° ს. გ. 146.317° დ. გ. |
2 | მანიჰი | 13 | 160 | 818 | 62,92 | 14°27′ ს. გ. 146°04′ დ. გ. / 14.450° ს. გ. 146.067° დ. გ. |
3 | ტაკაპოტო | 15 | 85 | 472 | 31,47 | 14°37′ ს. გ. 145°12′ დ. გ. / 14.617° ს. გ. 145.200° დ. გ. |
4 | ტაკაროა | 20 | 93 | 1105 | 55,25 | 14°27′ ს. გ. 144°59′ დ. გ. / 14.450° ს. გ. 144.983° დ. გ. |
5 | ტიკეი (კუნძული) | 4 | — | დაუსახლებელი | — | 14°57′ ს. გ. 144°33′ დ. გ. / 14.950° ს. გ. 144.550° დ. გ. |
სულ | 64 | 476 | 2956 | 46,19 | 14°32′ ს. გ. 147°08′ დ. გ. / 14.533° ს. გ. 147.133° დ. გ. |
ტიკეის კუნძული ჯგუფში ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო აჰე (მარჯნის რიფი) ყველაზე დასავლეთით. მათ შორის მანძილი წარმოადგენს 200 კილომეტრს. პილიზერის კუნძულების მარჯნის რიფებისგან განსხვავებით, რომლებიც განლაგებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეფე ჯორჯის კუნძულები განლაგებულია სიმეტრიულად სამხრეთ-დასავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთს შორის.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულების ჯგუფი 1616 წელს აღმოაჩინა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა, მაგრამ კუნძულებზე გადასვლა მათ ვერ მოახერხეს. კუნძულების ამ ჯგუფს სახელი "მეფე ჯორჯის კუნძულები" ინგლისელმა მკვლევარმა ჯონ ბაირონმა დაარქვა ინგლისის მეფის ჯორჯ III-ის პატივსაცემად, რომელმაც მანიჰის, ტაკაროას და ტაკაპოტოს 1765 წელს მიაღწია. 1880 წელს ტუამოტუზე პრეტენზია გამოაცხადა საფრანგეთმა და 1946 წელს პოლინეზიის მკვიდრმა მოსახლეობამ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციულად მეფე ჯორჯის კუნძულები იყოფა ორ კომუნად:
- მანიჰის კომუნა, რომელშიც შედის მანიჰის და აჰეს მარჯნის რიფები.
- ტაკაროას კომუნა, რომელშიც შედის ტაკაროას და ტაკაპოტოს მარჯნის რიფები და ტიკეის კუნძული.