გარეული იხვის ვარსკვლავთგროვა

ღია ვარსკვლავთგროვა ფარის თანავარსკვლავედის მიმართულებით
(გადამისამართდა გვერდიდან მესიე 11)
გარეული იხვის ნისლეული

გარეული იხვის ვარსკვლავთგროვა (აგრეთვე ცნობილი როგორც მესიე 11 ან NGC 6705) — ღია ვარსკვლავთგროვა ფარის თანავარსკვლავედის მიმართულებით; 1681 წელს აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა გოტფრიდ კირხმა. 1764 წელს ის თავის კატალოგში შეიტანა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.

ღია ვარსკვლავთგროვებს შორის, გარეული იხვის ნისლეული ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე კომპაქტურია, შეიცავს დაახლოებით 2900 ვარსკვლავს. მის ასაკად 250 მილიონი წელი მოიაზრება. სახელი მომდინარეობს ყველაზე მისი კაშკაშა ვარსკვლავისგან, რომელიც სამკუთხედს წარმოქმნის და რომელიც, გაფრენილ გარეულ იხვთა გუნდს წააგავს.

მახასიათებლებირედაქტირება

ვარსკვლავთგროვა საკმაოდ მჭირდოა; ვარსკვლავებს შორის მანძილი მასში მხოლოდ 1 სინათლის წელია. ძირითადად შედგება ძალიან კაშკაშა ყვითელი გიგანტებისაგან. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდეა 8,5.

გალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Wild Ducks Take Flight in Open Cluster. European Southern Observatory. ციტირების თარიღი: 3 October 2014.