მესენიელთა პირველი ომი

მესენიელთა პირველი ომი — ომი სპარტასა და მესენიის მცხოვრებთა შორის. მიმდინარეობდა ძვ. წ. VIII საუკუნის მე-2 ნახევარში (ტრადიციული თარიღი — 743–724). მესენიელთა მოკავშირეებად გამოვიდნენ არკადია, არგოსი და სიკიონი, სპარტელებს მიემხრო კორინთი. მესენიელთა წინააღმდეგობის ცენტრი გახდა ითომის მთაზე არსებული სიმაგრე. გადმოცემის თანახმად, მათმა წინამძღოლმა არისტოდემემ სპარტელებზე გამარჯვების მოსაპოვებლად თავისი ქალიშვილი შეწირა მსხვერპლად. დამარცხების შემდეგ მესენიელთა ნაწილმა თავი შეაფარა თავის მოკავშირეებს, სხვები გადასახლდნენ სამხრეთ იტალიაში (მონაწილეობა მიიღეს რეგიუმის დაარსებაში), დარჩენილები შემდგომში იძულებული იყვნენ თავისი მოსავლის ნაწილი (ტრადიციით, ნახევარი) სპარტელებისათვის მიეცათ. სპარტელებმა შეძლეს ყველაზე ნაყოფიერი მიწების დაპყრობა მდინარე პამისოსის ხეობაში (აღმოსავლეთი მესენია).[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Стрелков А. В. Мессенские войны // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 56.