მერსი სულხანიშვილი

ქართველი ჟურნალისტი, ტელე-რადიო წამყვანი, მოდის ბლოგერი

მერსი (მერცია) სულხანიშვილი (დ. 24 თებერვალი, 1992, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ტელე-რადიო წამყვანი, მოდის ბლოგერი.

მერსი სულხანიშვილი
Mersi Sulkhanishvili.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1992 (1992-02-24) (29 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველო
საქმიანობა
  • ჟურნალისტი
  • ტელე-რადიო წამყვანი
  • მოდის ჟურნალისტი
  • ბლოგერი
აქტიური 2011–დღემდე

ბიოგრაფიარედაქტირება

მერსი სულხანიშვილმა დაამთავრა 51-ე საჯარო სკოლა. მან ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2012–2013 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ბომონდში“. ამიერკავკასიის პირველი ქართველი მოდის ბლოგერი, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა „Zara“, „Massimo Dute“, „Gap“, „Marks and Spencer“.[1]

2011-2012 წელს პირველად ითანამშრომლა პუბლიცისტურ საგამომცემლო სახლ „სახელებთან“ და პუბლიცისტური სტატია მიუძღვნა ქართულ შოუბიზნესს.[2][3]

სატელევიზიო კარიერარედაქტირება

2013 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია Music Box-ში გადაცემა „Fashion Time-ის“ წამყვანად.

2014 წელს ის გახდა ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი და შეურთდა გადაცემას „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად”. იყო პროდიუსერის თანაშემწე და ჟურნალისტი.[4]

რადიორედაქტირება

2016 წელს რადიო აფხაზეთის ხმის RJ.

2017 წელს რადიო იმედი საერთაშორისო ანტივირუსის, კასპერსკის ლაბორატორიის მიერ შექმნილი გადაცემის „ანტივირუსის“ პროექტის წამყვანი.

2018 წლიდან დღემდე რადიო „ჩვენებურის“ კასპერსკის ლაბორატორიის გადაცემა „ანტივირუსის“ წამყვანია.

ფილმოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება