მერკურის კუნძულები

მერკურის კუნძულები (ინგლ. Mercury Islands) — კუნძულთა მცირე ჯგუფი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მდებარეობს კორომანდელის ნახევარკუნძულიდან 8 კმ-ში, ქალაქ ფიტიანგიდან 35 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ადმინისტრაციულად შედის უაიკატოს რეგიონში.

მერკურის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Mercury Islands

თანამგზავრული ფოტო. მერკურის კუნძულები მაღლა მარჯვნივ.
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 36°35′ ს. გ. 175°55′ ა. გ. / 36.583° ს. გ. 175.917° ა. გ. / -36.583; 175.917
კუნძულთა რაოდენობა 7
მთავარი კუნძული დიდი მერკური
ფართობი 17,2 კმ²
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია

გეოგრაფია

რედაქტირება

ჯგუფი მოიცავს დიდი მერკურისა და რედ-მერკურის კუნძულებს, ასევე ხუთ სხვა პატარა კუნძულს. დასახლებული მხოლოდ პირველი მათგანია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, დანარჩენები კი ბუნების ნაკრძალს მიეკუთვნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება