მერიდის საბაგირო გზა
მერიდის საბაგირო გზა (ესპ. Teleférico de Mérida) — საბაგირო გზა, რომელიც მოქმედებდა ვენესუელაში 1960-2008 წლებში წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ საბაგირო გზას. ძირითადად მოქცეულია მერიდის შტატის ტერიტორიაზე. საბაგიროს სიმაღლე აითვლება 1640 მეტრიდან, გზა მთავრდება 4765 მ სიმაღლეზე (ესპეხოს პიკი). მერიდის საბაგირო გზის მთლიანი სისტემა გაიხსნა 1960 წელს.
საბაგირო გზა გაჭიმულია ქალაქ მერიდიდან მწვერვალ ესპეხომდე. შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხი საბაგირო გზისგან, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 12,6 კმ-ს. მარშრუტის თითოეულ სექციას გააჩნია ორი განშტოება, რომელშიც ეტევა 36 მგზავრი. საბაგირო გზის მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა 5 მ/წმ-ს.
დახურვა
რედაქტირება2008 წლის 11 აგვისტოს ვენესუელის ტურიზმის მინისტრმა გამოაცხადა, რომ საბაგირო დაიხურებოდა. შემდგომ დღეს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ დახურვის მიზეზი იყო ავსტრალიური ფირმის Doppelmayr Garaventa Group-ის მიერ უსაფრთხოების შესახებ გაკეთებული უარყოფითი დასკვნა. ახალი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობდა 2012 წლიდან და საზოგადოებისთვის 2016 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მერიდის საბაგირო გზის სისტემა – ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Forward modernization project of the Mérida cable car Spanish. Venezuelan News Agency (January 24, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2015. ციტირების თარიღი: January 26, 2011.