მეორე ანგლო-ავღანური ომი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

 

მეორე ანგლო-ავღანური ომი
„დიდი თამაშის“ ნაწილი
Kandahar: 92nd Highlanders storming Gundi Mulla Sahibdad
თარიღი 1878–1880 წწ.
მდებარეობა ავღანეთი
შედეგი

ანგლო-აფზალიდების გამარჯვება

  • განდამაყის ხელშეკრულება
  • აბდურ რაჰმან ხანი ემირი გახდა
მხარეები
გაერთიანებული სამეფო,

ბრიტანული ინდოეთი, აფზალიდები

ავღანეთი
დანაკარგები
ჯამში: 10 000 გარდაცვლილი

1 850 მოკლული ან დაჭრილი 8 000 დაავადებებისგან გარდაცვლილი

ჯამური დანაკარგები უცნობია.

5,000+ მოკლეს მთავარ ბრძოლაში

მეორე ანგლო-ავღანური ომი ვიკისაწყობში

მეორე ანგლო-ავღანური ომი (დარი: جنگ دوم افغان و انگلیس, პუშტუ: د افغان-انګرېز دويمه جګړه) — სამხედრო კონფლიქტი ბრიტანულ ინდოეთსა და ავღანეთის საამიროს შორის 1878-1880 წლებში. ავღანეთის საემიროს ბარაქზაის დინასტიის შთამომავალი, ყოფილი ემირის, დოსტ მუჰამად ხანის შვილი, შერ ალი ხანი მართავდა. ომი ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის გამართული „დიდი თამაშის“ ნაწილი იყო.

ომი შედგებოდა ორი კამპანიისგან – პირველი მათგანი დაიწყო 1878 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ინდოეთიდან ავღანეთში შეიჭრა. ბრიტანელებმა მყისიერად გაიმარჯვეს და ემირი შერ ალი ხანი აიძულეს გაქცეულიყო. ალის მემკვიდრე მუჰამედ იაყუბ ხანი დაუყოვნებლივ დაზავდა და შემდგომ, განდამაკის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1879 წლის 26 მაისს. ბრიტანეთმა გააგზავნა დესპანი ქაბულში, რომელსაც სერ ლუის ჩავაგნარი, მაგრამ 3 სექტემბერს მისიის წევრები დახოცეს და აიუბ ხანმა კონფლიქტი განაახლა, რასაც მოჰყვა მისი ძმის, იაყუბის გადადგომა.[1]

ამ პერიოდის განმავლობაში, ბრიტანეთის მოწინააღმდეგე აბდურ რაჰმან ხანმა დაიწყო საკუთარი თავის წარმოჩენა ავღანეთის საემიროს სავარაუდო მემკვიდრე კანდიდატად, ჩრდილოეთ ავღანეთში მორჩილების საშუალებით. საბოლოოდ, ქაბულში გადასვლის შემდგომ, იგი აკურთხეს მეფედ, ხოლო მოგვიანებით, ბრიტანეთმა სცნო ავღანეთის მმართველად.

მეორე კამპანია დაიწყო მაშინ, როცა ჰერათის მმართველი აიუბ ხანი აჯანყდა 1880 წლის ივლისში და გასწია კანდაჰარისკენ, სადაც ბრიტანელები დაამარცხა მაივანდის ბრძოლაში. ლაშქრობა დასრულდა 1880 წლის სექტემბერში, როცა ბრიტანელებმა კანდაჰარს გარეთ აიუბ ხანი დაამარცხეს. აბდურ რაჰმან ხანმა, რომელიც ერთპიროვნული მმართველი გახდა, ბრიტანელების სასურველი ბუფერული ტერიტორია შექმნა ბრიტანულ ინდოეთსა და რუსეთის იმპერიას შორის.

წინაპირობები

რედაქტირება

ავღანეთში იმ დროს არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჯგუფი იყო აფზალიდები. აფზალიდები იყვნენ მუჰამედ აფზალ ხანის მხარდამჭერები, დოსტ მუჰამედის შემდგომი სამოქალაქო ომის დროს. საბოლოოდ, აფზალიდები შერ ალი ხანმა დაამარცხა, მაგრამ ბევრი მათგანი აბდურ რაჰმან ხანის მეთაურობით რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე არსებულ სამარყანდში გადასახლდა. რუსეთის მთავრობამ აბდურ რაჰმან ხანს თავშესაფარი მისცა და ბრიტანელებს სადარდებელი გაუჩინა სამომავლოდ ავღანეთის ტახტზე პრო-რუსული პრეტენზიების გამო.

ერთ ასეთ შემთხვევაში, ბუხარელები დახმარება აღმოუჩინეს მოჰამედ აზამ ხანის შვილს, მუჰამედ იშაყ ხანს. იშაყ ხანმა დაიპყრო აყჩა, მაგრამ მოგვიანებით დამარცხდა. მისი მარცხიდან მოყოლებული, ბალხის ავღანელმა მმართველმა მუჰამედ ხანმა პროვინციის დიდი ნაწილი აფზალიდების მხარდამჭერებისგან გაწმინდა. მუჰამედ ხანმა მიწები დაიკავა, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა ისინი, რომლებიც აფზალიდების მიმართ თანამგრძნობას გამოხატავდნენ. რაიონები, რომლებიც აჯანყებულთა ძალებს დახმარებას უწევდნენ და ასევე, ჩაჰარის ვილაიეთის მმართველები, იძულებულნი გახადეს ხელახლა დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება შერ ალი ხანის მიმართ იმით, რომ ქაბულში გაემგზავრებოდნენ ყოველ წელს. 1875 წელს მაიმანას მმართველმა ჰუსეინ ხანმა უარი განაცხადა ფიცის შესრულებაზე და სიკვდილით დასაჯა რამდენიმე თანამდებობის პირი და ერთგულება აღუთქვა ბუხარას მმართველს. აჯანყება ჩაახშვეს, თუმცა, ადრე დადებული ფიცის გამო შერ ალიმ უარი თქვა ამბოხების ლიდერების სიკვდილით დასჯაზე და, ამის ნაცვლად, მუჰამედ ხანი მოკლა. აფზალიდებს ამ მოვლენებმა მოუტანა მხარდაჭერა სამარყანდში, რამდენადაც ჩაჰარის ვილაიეთის რამდენიმე ემირმა დაიწყო აბდურ რაჰმან ხანთან და აფზალიდების ფრაქციასთან მიმოწერა.

რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ევროპაში არსებული დაძაბულობა დასრულდა 1878 წლის ივნისში ბერლინის კონგრესის გამართვით. რუსეთმა ყურადღება გადაიტანა ცენტრალურ აზიაზე. იმავე ზაფხულში, რუსეთმა მიწვევის გარეშე გააგზავნა დიპლომატიური მისია ქაბულში. ავღანეთის ემირი შერ ალი ხანი ეცადა, რომ დიპლომატიური მისია არ მიეღო. რუსი დესპანები ქაბულში ჩავიდნენ 1878 წლის 22 ივლისს და 14 აგვისტოს ბრიტანეთმა მოითხოვა, რომ შერ ალი ხანს, ასევე ბრიტანული მისიისთვის ემასპინძლა. ბრიტანელებმა შერ ალი ხანს შეატყობინეს, რომ ბრიტანული მისია ქაბულში უნდა ჩასულიყო მისი თანხმობის ან თანხმობის გარეშე. თუმცა, როდესაც ახალი ამბავი გავრცელდა, შერ ალის ვაჟი და მემკვიდრე აბდულა ჯანი გარდაიცვალა. გლოვისა და დაკრძალვის დროს, არავინ ისურვა შერ ალისთვის ბრიტანული გზავნილის ჩვენება. საბოლოოდ, ბრიტანელების გზავნილი ხანის ხაზინადარმა გაამჟღავნა. შერ ალისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში, ბრიტანელებმა შერ ალის შეატყობინეს, რომ დიპლომატიური მისია პეშავარს ქაბულის მიმართულებით დატოვებდა სექტემბერში.

ინდოეთის გენერალ-გუბერნატორი ლორდ ლიტონმა გასცა ბრძანება, რომ მისია წასულიყო ქაბულის მიმართულებით 1878 წლის სექტემბერში, მაგრამ მისია უკან გაიწვია, რადგან მან მიაღწია ხეიბერის უღელტეხილის აღმოსავლეთ შესასვლელს. ბოლო ვადად დაწესდა 20 ნოემბერი და, თუკი გამოხმაურება არ მოყვებოდა ავღანეთის მთავრობის მიერ, ომი გამოცხადდებოდა. ბოლო ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, შერ ალიმ პეშავარში გააგზავნა შიკრიკი, რომელმაც დანიშნულების ადგილს დროულად ვერ მიაღწია და უკან დაბრუნდა იმ ამბით, რომ ბრიტანელები შეიჭრნენ ავღანეთში.

პირველი ფაზა

რედაქტირება

პირველი კამპანია დაიწყო 1878 წლის ნოემბერში, როდესაც 50 000 მებრძოლი მამაკაცისგან (ძირითადად ინდიელი) შემდგარმა ბრიტანულმა ძალამ დაიპყრო ავღანეთი. ბრიტანელები სამი სამხედრო მწკრივის სახით, სამი სხვადასხვა წერტილიდან უტევდნენ ავღანელებს. ალი მასჯიდის და პეივარ კოტალის ბრძოლებში ბრიტანეთის გამარჯვება ნიშნავდა, რომ, ფაქტობრივად, ქაბულს აღარ იცავდნენ ავღანელი ჯარისკაცები.[2]

შეშფოთებულმა შერ ალიმ მაზარ-ი-შარიფისკენ გასწია. მან ეს გააკეთა იმ იმედით, რომ ბრიტანელები მთელს ავღანეთში განათავსებდნენ საკუთარ ჯარებს, რის შედეგადაც გაუჭირდებოდათ სამხრეთ ავღანეთის ნაწილების ოკუპაცია განუსაზღვრელი დროით, ისევე როგორც საბოლოოდ მოძლიერდებოდნენ ავღანური ტომები. პირველ ანგლო-ავღანურ ომში დოსთ მოჰამად ხანისა და ვაზირ აკბარ ხანის ტაქტიკის შემდგომი შეჩერებით, მაზარ-ი-შარიფი თავს უფრო დაცულად გრძნობდა. ზამთარი უკვე გადავლილი იყო და ბრიტანელები ვეღარ გადაკვეთდნენ დათოვლილ ჰინდუ ქუშს. ამასთან ერთად, ავღანურ თურქესტანში, დაახლოებით 15 000 ავღანი მებრძოლი იყო წარმოდგენილი, რომელსაც შერ ალი აგროვებდა ავღანეთში. ასევე, შერ ალი პირდაპირ მოუწოდებდა რუსეთის მეფეს დასახმარებლად, მაგრამ მას არ მიეცა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. რუსების დაჟინებული მოთხოვნა იყო ის, რომ შერ ალის უნდა ეცადა ბრიტანელების დამორჩილება.[3] იგი დაბრუნდა მაზარ-ი-შარიფში, სადაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. შერ ალი გარდაიცვალა 1879 წლის 21 თებერვალს.

ავღანური თურქესტანის დატოვებამდე, შერ ალიმ გაათავისუფლა ჩაჰარის ვილაიეთის გადარჩენილი მმართველები, რომლებიც მანამდე იყვნენ დაპატიმრებულები. შერ ალის მაზარ-ი-შარიფის მოსვლის შემდგომ, შერ ალი მათ დაპირდა საკუთარი სახელმწიფოების დაბრუნებას, თუკი ისინი ბრიტანეთის წინააღმდეგ დახმარებას აღმოუჩენდნენ. მრავალი მმართველი ათწლეულზე მეტის ხნის განმავლობაში იყო დაპატიმრებული მსგავსი ფიცის გატეხვის გამო. შედეგად, დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლებლობის შემხედვარე, სარ-ი-პულის ყოფილმა მმართველმა მუჰამად ხანმა, მაიმანას სახანოს ყოფილ მმართველ, ჰუსაინ ხანთან ერთად, ავღანური მართვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარი ჯარებით განდევნა ავღანური გარნიზონები. თურქთა დარბევების ტალღა მოედო ავღანეთის თურქესტანს. შედეგად, 6000-მდე ქალი ტყვედ ჩავარდა, ხოლო შერ ალის ძალები დარბევის მოგერიების დროს დამარცხდნენ.

შერ ალის გარდაცვალებას ხმაურიანი პერიოდი მოჰყვა. მისი ერთ-ერთი ვაჟი, მუჰამად ალი ხანი შეეცადა ტახტაპულის დაპყრობას. მიუხედავად ამისა, გარნიზონი აჯანყდა და იგი აიძულა სამხრეთით დაი ზანგის მიმართულებით წასულიყო, სადაც მან დაიწყო ჯარის შეკრება იაყუბ ხანის წინააღმდეგ.

იაყუბ ხანი ახალ ემირად გამოაცხადეს, ხოლო სარდარები, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ აფზალიდების ფრაქციასთან კავშირში, დააპატიმრეს. იაყუბ ხანის ვაჟმა, მუჰამად მუსამ მაზარ-ი-შარიფში ჯარი შეკრიბა და ტახტაფული დაიკავა. ხოლო ამბოხებულთა ლიდერი გააგზავნა ქაბულში, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. აიუბ ხანმა მხარი დაუჭირა მისი ძმის მემკვიდრედ ყოფნას და არ შეეწინააღმდეგა. თუმცა, ამის ნაცვლად, ბალხისა და ჰერათის სამხედრო ძალებისა და ოფიცრების უმეტესობამ მხარი აფზალიდებს დაუჭირა. აიუბ ხანმა დაინახა, რომ ჰერათში დაიწყო ანარქია, რადგან მაიმანასგან გამოქცეული ძალების უმრავლესობა თანხის გადახდას ითხოვდა. აიუბ ხანმა არაერთი მოთხოვნა გააგზავნა მაზარ-ი-შარიფში და დაუყოვნებლივ მოითხოვა ფულადი დახმარება. მიუხედავად თანხის  მიღებისა, ჯარისკაცებმა დაიწყეს ამბოხება და ამჯერად, იაყუბ ხანმა განაცხადა, რომ იგი შეძლებდა მათთვის თანხის გადახდას.

ხელშეკრულება

რედაქტირება

როდესაც ბრიტანული ძალები იპყრობდნენ ქაბულს, შერ ალის ვაჟმა და მემკვიოდრემ იაყუბ ხანმა ხელი მოაწერეს განდამაკის ხელშეკრულებას 1879 წლის 26 მაისს. ამ შეთანხმების თანახმად, ყოველწლიური სუბსიდიის სანაცვლოდ და უცხოური აგრესიის დროს ფართო მხარდაჭერის შემთხვევაში, იაყუბმა ავღანეთის საგარეო საქმეების განხორციელება ბრიტანეთს დაუთმო. ბრიტანეთის წარმომადგენლები დაფუძნდნენ ქაბულში და სხვა ადგილებში, ხოლო მათი კონტროლი გავრცელდა ხეიბერისა და მიჩნის უღელტეხილებზე. ავღანეთმა ბრიტანეთს დაუთმო სხვადასხვა ჩრდილო-დასავლეთ პროვინციები, მათ შორის, ჯამრუდის სტრატეგიული ციხესიმაგრე. ასევე, იაყუბ ხანმა უარი თქვა აფრიდის ტომის შიდა საქმეებში ჩარევაზე. სანაცვლოდ, იაყუბ ხანმა მიიღო მხოლოდ 600 000 რუპის ყოველწლიური სუბსიდია. მას ბრიტანელები ჰპირდებოდნენ ყველა ძალის გამოყვანას ავღანეთიდან ყანდაარის გარდა.

თუმცა, 1879 წლის 3 სექტემბერს, ქაბულის ამბოხებას მოჰყვა ბრიტანელი წარმომადგენლის, სირ ლუის კავაგნანისა და მისი თანმხლები პირებისთვის სასაკლაოს მოწყობა, რამაც გამოიწვია მეორე ავღანური ომის მომდევნო ფაზის პროვოცირება.

მეორე ფაზა

რედაქტირება
 
სახელწოდებით „ღირსება და თავხედობა“ სპილოების და ჯორების სტერეოტიპული პიროვნული თვისებებისთვის, ჯონ ბურკის ეს ფოტო გვიჩვენებს სპილოსა და ჯორის ბატარეას მეორე ანგლო-ავღანური ომის დროს. ჯორების გუნდს უნდა დაებუქსირებინა პატარა საველე თოფი, რომელიც, როგორც ჩანს, არის Rifled Muzzle Loader (RML) 7-ფუნტიანი სამთო იარაღი. სპილო ბუქსირებდა უფრო დიდ თოფს, როგორც ჩანს, Rifled breech loader (RBL) 40 ფუნტიანი არმსტრონგი.

გენერალ-მაიორი სერ ფრედერიკ რობერტსი ხელმძღვანელობდა ქაბულის საველე ძალებს შუტარგარდანის უღელტეხილზე ცენტრალურ ავღანეთში. 1879 წლის 6 ოქტომბერს რობერტსმა ავღანეთის ჯარი ჩარასიაბთან დაამარცხა და ქაბული ორი დღის შემდეგ დაიკავა. ღაზი მოჰამად ჯან ხან ვარდაკმა, 10 000 მებრძოლთან ერთად, მოაწყო აჯანყება და ბრიტანულ ძალებს თავს დაესხა ქაბულის მახლობლად. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც 1879 წლის დეკემბრის შერპურის კანტონის ალყა. აჯანყება ჩაიშალა 23 დეკემბერს რობერტსის ძალებზე პირდაპირი წარუმატებელი შეტევის შემდეგ. იაყუბ ხანი, რომელიც დაადანაშაულეს კავაგნანისა და მისი თანმხლები პირებისთვის სასაკლაოს მოწყობაში, ვალდებული გახდა გადამდგარიყო. ბრიტანელებმა განიხილეს რამდენიმე შესაძლო პოლიტიკური გარიგება, მათ შორის, ავღანეთის დაყოფა რამდენიმე მმართველს შორის, ან ტახტზე იაყუბის ძმის, აიუბ ხანის დასმა. მაგრამ ბრიტანელები ასევე ცდილობდნენ ამირად მისი ბიძაშვილი აბდურ რაჰმან ხანი (ყოფილი შერ ალის ნახევარ-დისშვილი) ამოერჩიათ.

 
ყანდაარის ოკუპაციის დროს მოჭრილი იშვიათი მონეტა. წინა მხარეს ბრიტანული გვირგვინით, უკანა მხარეს არაბული წარწერა ოთხ სტრიქონში. ეს საკითხები წარმოიშვა ადგილობრივი ხელისუფლების დროს, რომელიც რეგულარულად იხსენებდა და აკნინებდა სპილენძს. ამ შეურაცხმყოფელმა პრაქტიკამ გამოიწვია სახეობების მრავალფეროვნება, ხშირად გამოსახული იყო სხვადასხვა ცხოველის ან ყვავილის მოტივები. შესაბამისად, ამ მონეტის ტიპები, სავარაუდოდ, არ იყო შეკვეთილი საოკუპაციო ხელისუფლების მიერ, არამედ განთავსებული იყო ოპორტუნისტი გრავიორის მიერ, რომელსაც სურდა ოკუპანტებისთვის სიამოვნების მინიჭება.

აბდურ რაჰმან ხანის ტერიტორიები

რედაქტირება

ამასობაში, აბდურ რაჰმან ხანი იმყოფებოდა გადასახლებაში თურქესტანის ტერიტორიაზე. შერ ალი ხანის გარდაცვალების შემდგომ, მან რუსებისგან მოითხოვა ავღანეთში შესვლა, რამდენადაც ითხოვდა ტაქტის დაკავებას. ეს მოთხოვნა უარყვეს. თუმცა, იაყუბ ხანის გადადგომიდან, ისევე როგორც ქაბულის ბრიტანული ოკუპაციიდან მოყოლებული, რუსებმა აბდურ რაჰმან ხანს ავღანეთში ხელახლა შესვლის უფლება მისცეს. აბდურ რაჰმანი გაემართა ბადახშანისკენ, რომლის მმართველთან მას საქორწინო კავშირი ჰქონდა. გზაზე მიმავალმა, ხვაჯა აჰრარი მოილოცა და თქვა, რომ მისი ხედვა განამტკიცებდა გამარჯვებას. ბადახშანის მმართველმა არ მისცა აბდურ რაჰმანს ამუ დარიას გავლის უფლება, როგორც ეს მან წინათ გააკეთა. შემდგომ, მან გადაკვეთა მთა, სანამ თოვდა და მივიდა როსტაყში, სადაც მას გარნიზონი განუდგა. როსტაყის დაცემით, აბდურ რაჰმანი ბადახშანის მირს გადაეყარა ბრძოლაში და აიძულა ჩიტრალში გაქცეულიყო, სანამ აბდურ რაჰმანი განახორციელებდა ბადახშანის ანექსია.

აბდურ რაჰმანმა სულთან მურადისგან (ყუნდუზიდან) სამხედრო წვდომა მოითხოვა, რომ იგი წინ წაწეულიყო ქაბულში. ეს მოთხოვნა ჩავარდა. თუმცა, ბალხის იაყუბელი მმართველი, ღულამ ჰეიდარ ხანი თავს დაესხა კუნდუზს, დაიპყრო და სულთანი მურადი აიძულა ფაიზაბადში გაქცეულიყო. მოგვიანებით, სულთანი მურადი შეუერთდა აბდურ ჰარმანს და გამოიწვია აჯანყება ღულამ ჰეიდარის წინააღმდეგ. ღულამ ჰეიდარი გადაიხვეწა ამუ დარიას მიმართულებით და ავღანური თურქესტანი დატოვა აბდურ ჰარმანის კონტროლის ქვეშ.

ბრიტანელებმა დაინახეს, რომ ავღანეთის შესაფერისი კანდიდატი, შესაძლოა, ყოფილიყო აბდურ რაჰმან ხანი და მასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. აბდურ რაჰმანი უხალისოდ შეხვდა მსგავს წინადადებას, რადგან იგი საკუთარ თავს მიიჩნევდა ბრიტანელების ოპონენტად და საკუთარი ჯარისკაცებით მათ წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადებას აპირებდა. სანამ მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ბრიტანელებმა განიხილეს რამდენიმე პოლიტიკური გამოსავალი, მათ შორის, ავღანეთის დაყოფა სხვადასხვა სამეფოდ. ბრიტანელები ცდილობდნენ სწრაფად დაესრულებინათ ომი, ლილტონის გადადგომის გამო. ლილტონის მემკვიდრეს, მარკიზ რიპონელს სურდა, რომ ავღანეთიდან რაც შეიძლება სწრაფად გაეყვანა ბრიტანელი ჯარისკაცები. ამის გამო, ბრიტანელებს აღარ სურდათ დესპანის წარგზავნა ავღანეთში. თუმცა, ორივე მხარე სხვადასხვა პოლიტიკას მიმართავდა - ბრიტანელები აპირებდნენ კანდაჰარის კონტროლის შენარჩუნებას სარდარ შერ ალის მმართველობს ქვეშ, ხოლო აბდურ ჰარმანი მას ავღანეთის ნაწილად განიხილავდა.

აბდურ რაჰმან ხანს სწამდა, რომ ბრიტანელები, შესაძლოა, წასულიყვნენ, ამიტომ ჩარიქარში ჩავიდა დაახლოებით 1880 წლის ევლისში, როდესაც რეგიონებიდან ჩამოსულმა რელიგიურმა ლიდერებმა, როგორებიც არიან ფანჯშირი, კოჰისტანი და ტაგაბი, მას უმასპინძლეს. 19 ივლისს, ბრიტანელებმა აბდურ რაჰმანს შეატყობინეს, რომ ისინი აპირებდნენ ავღანეთის მმართველად მის აღიარებას და ცერემონიაზე მიღების მიზნით დაპატიჟეს ქაბულში. აბდურ რაჰმანმა მოიწვია ჯირგა და იგი ბევრმა ტომის ლიდერმა აღიარა, მაშინ, როცა აბდურ რაჰმანი გამოცხადდა ქაბულის ემირად.

აიუბ ხანის აჯანყება

რედაქტირება

აიუბ ხანი, რომელიც ჰერათის მმართველად მსახურობდა, აჯანყდა, ბრიტანული არმია დაამარცხა მეივანდის ბრძოლაში 1880 წლის ივლისში და კანდაჰარი მოაქცია ალყაში. მოგვიანებით, რობერტსი მთავარ ბრიტანულ ძალას გამოუძღვა ქაბულიდან და გადამწყვეტ ბრძოლაში აიუბ ხანი 1 სექტემბერს კანდაჰარის ბრძოლაში დაამარცხა, რითაც მისი ამბოხება დასრულდა.

შედეგები

რედაქტირება
 
ავღანეთის აჯანყება: ჰერატის ჯარისკაცები 1879 წ

როდესაც აიუბ ხანი დამარცხდა, ომი ოფიციალურად დასრულდა და აბდურ რაჰმან ხანმა ემირის წოდება მიიღო. აბდურ რაჰმან ხანი ჩანდა, როგორც მეორე ანგლო-ავღანური ომის ნამდვილი გამარჯვებული. მიუხედავად ბრიტანელების მხრიდან კანდაჰარის შენარჩუნების მცდელობისა, მათ გადაწყვიტეს, რომ კანდაჰარი გადაეცათ ავღანეთისთვის. რაჰმანმა ხელი მოაწერა განდამაკის ხელშეკრულებას, რომლითაც ბრიტანელებმა კონტროლი დაამყარეს იაყუბ ხანის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე. ბრიტანული ბინადრობის შენარჩუნების პროვოკაციული პოლიტიკა გაუქმდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, ბრიტანელი ინდიელი მუსლიმი აგენტები უნდა დარჩენილიყვნენ ქაბულში, რათა მთავრობებს შორის არსებული მჭიდრო კავშირების მოგვარება შეძლებოდათ.[4] ბრიტანელები, მფარველობისა და სუბსიდირების სანაცვლოდ, ასევე უნდა გამკლავებოდნენ ავღანეთის საგარეო პოლიტიკას. ავღანური ტომები შიდა მმართველობასა და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს ინარჩუნებდნენ და ბრიტანულ ინდოეთსა და რუსეთის იმპერიას შორის ბუფერულ პოლიტიკას განაგრძობდნენ. ირონიულად, მსგავსი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, შერ ალი ხანი შეძლებდა ომის თავიდან აცილებას.

ბრიტანეთს ომი ძვირად დაუჯდა, რადგან 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა ომის დროს, რომელიც იყო მოსალოდნელზე სამჯერ მეტი. დანახარჯები გაიზარდა 19.5 მილიონ ფუნტამდე მანამ, სანამ ბრიტანეთი დატოვებდა ტერიტორიას 1881 წლის მარტში.

მიუხედავად ბრიტანეთის მცდელობისა, რომ ავღანეთს ხელი აეღო რუსულ გავლენაზე, აბდურ რაჰმან ხანმა შექმნა ავტორიტარული მმართველობა რუსეთის მეფის მსგავსად. თურქესტანში გადასახლების დროს მასზე შთაბეჭდილება მოახდინა პეტრე დიდმა. ამასთან ერთად, მიუხედავად ბრიტანეთის მცდელობისა, რომ ავღანეთი ექცია მთავარ მოკავშირედ, აბდურ რაჰმან ხანი ხშირად იქცეოდა ბრიტანელების წინააღმდეგ და საბრძოლო მოქმედებებით აშინებდა თავად დედოფალ ვიქტორიას. შედეგად, იგი ცნობილი გახდა, როგორც „რკინის ემირი“. მან ასევე უარი თქვა საკუთარი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციის გათქმაზე და ავტობიოგრაფიაში ბრიტანული პოლიტიკას გააკრიტიკა. იგი ასევე არღვევდა ლიალის შეთანხმებას და ბრიტანეთს მისი დიპლომატიური საქმეების ზედამხედველობის უფლებასაც აძლევდა, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა სპარსეთი, ოსმალეთის იმპერია და გერმანიის იმპერია. აბდურ რაჰმანი ასევე წერდა ბროშურებს, რომლითაც ბრიტანელებისა და რუსების წინააღმდეგ ჯიჰადის მოწყობას აქეზებდა. ხანი ამტკიცებდა, რომ ორივე მათგანს სურდა ავღანეთის, როგორც სახელმწიფოს განადგურება. უფროსი ბრიტანელი თანამდებობის პირები სირთულით უყურებდნენ აბდურ რაჰმან ხანთან და ავღანეთთან შემდგომ თანამშრომლობას თურქესტანის საომარი მოქმედებების, ისევე როგორც ჰაზარას წინააღმდეგ მისი მოქმედებების გამო. ბრიტანელებს სწამდათ, რომ მათ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ, აბდურ რაჰმან ხანის მხარდაჭერის გარდა, რამაც მისი დიპლომატიური გამარჯვება გამოიწვია.

ამის მიუხედავად, არავითარი შემდგომი გართულება აღარ მოჰყოლია ავღანეთსა და ბრიტანულ ინდოეთს შორის ურთიერთობებს რაჰმანის მმართველობის პერიოდში. რუსები ავღანეთის საშინაო საქმეებს კარგად ართმევდნენ თავს, სამი წლის შემდეგ ფანჯდეშის ინციდენტის გარდა, რაც პირველი ბრიტანული ულტიმატუმის შემდეგ. არბიტრაჟისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყდა.[5]

1893 წელს მორტიმერ დიურანი ბრიტანულმა ინდოეთმა ქაბულში გააგზავნა, რათა გავლენის სფეროების საზღვრების დადგენის შესახებ რაჰმანთან შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასევე, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით, 1893 წლის 12 ნოემბერს დიურანდის ხაზის შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც ახალი ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინციის შექმნა განაპირობა.

ბრძოლების ვადები

რედაქტირება

რამდენიმე გადამწყვეტი მოქმედება აღირიცხა მეორე ანგლო-ავღანეთის ომში, 1878 წლიდან 1880 წლამდე. აქ მოცემულია ბრძოლები და მოქმედებები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ვარსკვლავი (*) მიუთითებს, რომ ამ კონკრეტული ბრძოლისთვის დაჯილდოვდა ავღანური მედლით.

 
ბრიტანეთის გუნდი ალი მასჯიდის ბრძოლის ადგილზე.
 
ბრიტანული სამეფო საცხენოსნო არტილერია გავიდა მაივანდის ბრძოლაში.
 
მაივანდის ბრძოლაში ავღანელი გამარჯვებულები.
  1. ალი მასჯიდის ბრძოლა * (ბრიტანეთის გამარჯვება)
  2. პეივარ კოტალის ბრძოლა * (ბრიტანეთის გამარჯვება)
  1. აქცია ტახტ-ი-პულზე (ბრიტანეთის გამარჯვება)
  2. აქცია მატუნზე (ბრიტანეთის გამარჯვება)
  3. ხუშკ-ი-ნაკუდის ბრძოლა (ბრიტანეთის გამარჯვება)
  4. ფათეჰაბადის ბრძოლა (ავღანეთის გამარჯვება)
  5. ბრიტანეთის რეზიდენციის ალყა ქაბულში (ავღანეთის გამარჯვება)
  6. კამ დაკას ბრძოლა (ავღანეთის გამარჯვება)
  7. ჩარასიაბის ბრძოლა * (ბრიტანეთის გამარჯვება) [6]
  8. შაჯუის ბრძოლა
  9. კარეზ მირის ბრძოლა
  10. ტახტ-ი-შაჰის ბრძოლა
  11. ასმაის სიმაღლეების ბრძოლა* (ავღანეთის გამარჯვება)
  12. შერპურის ალყა (ქაბული)* (ბრიტანეთის გამარჯვება)
  1. აჰმედ ხელთან ბრძოლა * (ბრიტანეთის გამარჯვება)
 
მოქმედება არზუში, 1880 წლის 23 აპრილი, ლეიტენანტი ჯონ ფრედერიკ ირვინის მიერ.
  1. არზუს ბრძოლა
  2. ჩარასიაბის მეორე ბრძოლა (ბრიტანეთის გამარჯვება)
  3. მაივანდის ბრძოლა (ავღანეთის გამარჯვება)
  4. დეჰ კოჯას ბრძოლა (ავღანეთის გამარჯვება)
  5. კანდაჰარის ბრძოლა * (ბრიტანეთის გამარჯვება)
  1. ყანდაარის (და ავღანეთის) ევაკუაცია ბრიტანეთის ხელმძღვანელობით

ბრძოლის ორდენი

რედაქტირება
 
შერპურის კანტონის დურბან მეიდანი 1879 წელს.
 
Bengal Sapper და Miners Bastion შერპურის კანტონში.
 
ამირ იაკუბის მთიელები განდამაკში.
 
დრამერი ჯეიმს როდიკი გორდონ ჰაილენდერიდან იცავს დაჭრილ ოფიცერს ბრიტანეთის თავდასხმისას ყანდაჰარის ბრძოლის დროს.
 
45-ე რატრეის სიქები იცავენ ავღანელ პატიმრებს ხეიბერის უღელტეხილზე წინსვლის დროს.

1878 წლის ნოემბერში, ომის დაწყებისას, ბრიტანელებმა ჩამოაყალიბეს სამი საველე ძალა - ფეშავარის ველი, ყურამის ველი და ყანდაარი, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა გზით შეიჭრა ავღანეთში.

ომის პირველი ეტაპის დასასრულს 1879 წლის მაისში, ფეშავარის ძალები გაიყვანეს, ხოლო ყანდაჰარის ძალები რაოდენობრივად შემცირდა. 1879 წლის სექტემბერში, მეორე ფაზის დასაწყისში, დამატებით, ბრიტანეთის და ინდოეთის არმიის ნაწილები გაიგზავნა ავღანეთში, ხოლო ყურამის ველის ძალები გაძლიერდა და ქაბულის საველე ძალები შეიცვალა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Chisholm, Hugh, ed. (1911). „Yakub Khan“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 28 (11th ed.). Cambridge University Press. p. 898.
  2. Afghanistan 1878–1880 The Build-Up to Conflict. britishempire.co.uk.
  3. Sinhai, Damodar Prasad.
  4. Prasad, Bisheshwar (1979) Foundations of India's Foreign Policy: Imperial Era, 1882–1914. Nayad Prokash, გვ. 25. 
  5. Conflict in Afghanistan: A Historical Encyclopedia By Clements, F. ABC-Clio, Santa Barbara, California, 2003 p. 198
  6. Alikuzai, Hamid Wahed (2013). A Concise History of Afghanistan in 25 Volumes, Volume 14. Trafford Publishing, გვ. 594. ISBN 978-1490714417. 

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Abdur Rahman Khan". Encyclopædia Britannica. Vol. 1 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 37–38.

  • Barthorp, Michael (2002). Afghan Wars and the North-West Frontier 1839–1947. London: Cassell. ISBN 0-304-36294-8.
  • Barfield, Thomas (2010). Afghanistan: A Cultural and Political History. Princeton University Press. ISBN 978-0-691-14568-6.
  • Blood, Peter R, ed. (1996). Pakistan: A Country Study. Diane Publishing. ISBN 9780788136313.
  • Gathorne Gathorne-Hardy, 1st Earl of Cranbrook (December 1878), The Afghan War: a speech delivered in the House of Lords by the Right Hon. Viscount Cranbrook (Secretary State of India) on Monday, December 9th, 1878 (1st ed.), Westminster: National Union of Conservative and Constitutional Associations, Wikidata Q19077572
  • Farwell, Byron (1973). Queen Victoria's Little Wars. London: Allen Lane. ISBN 0713904577.
  • Hanna, Henry Bathurst (1904). The Second Afghan War, 1878–79–80: Its Causes, Its Conduct and Its Consequences. Vol. 2. Archibald Constable & Co.
  • Johnson, Robert (2011). The Afghan Way of War: How and Why They Fight. Oxford University Press. ISBN 9780199912568.
  • Roberts, Sir Frederick (1897). Forty-one Years in India. London: Macmillan & Co.
  • Walker, Phillip Francis. Afghanistan: A Short Account of Afghanistan, Its History, and Our Dealings with It. London: Griffith and Farran (1881).
  • Wilkinson-Latham, Robert (1977). North-West Frontier 1837–1947. London: Osprey Publishing. ISBN 0-85045-275-9.

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება