მეოთხე ხელისუფლება

მეოთხე ხელისუფლება — სიმბოლურად ასე უწოდებენ მასმედიას. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება იყოფა სამ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. სამივე შტო არეგულირებს სახელმწიფოებრივ პრობლემატიკას და ერთმანეთის მიმართ კონტროლს ახორციელებს.

ამ სამეულის ურთიერთობისა და დამოკიდებულებების გარდა, ცალკე რგოლად ჩამოყალიბდა და განვითარდა თავისუფალი მასმედია, რომელსაც მისი გავლენისა და სოციალ-პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული ზეგავლენის გამო, მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება