მენესოს პირველი ეკლესია
მენესოს პირველი ეკლესია, დელფინის ხატი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ
მენესოს პირველი ეკლესია, დელფინის ხატი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენესოს დასავლეთით, მდინარე ქსნისა და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფი ქედის თხემზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძლიერ დაზიანებულია და მცენარეულობით იმდენადაა დაფარული, რომ მისი გეგმარების გარკვევა გასუფთავების გარეშე არ ხერხდება.
წრიული გალავნით შემოზღუდული ეზოს შუაში მოზრდილი დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენები აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 274.