მენესოს კოშკი

მენესოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მენესოს ჩრდილო-დასავლეთით,

მენესოს კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მენესოს ჩრდილო-დასავლეთით, 2-3 კილომეტრზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

კოშკი ზურგიანია (6 x 4,6 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის ქვის ლოდებით. შემორჩენილია სამი სართული. პირველი სართულის კედლები ყრუა. სწორკუთხა შესასვლელი მეორე სართულზეა, სწორი კედლის მხარეს (აღმოსავლეთიდან), 3,5 მეტრ სიმაღლეზე. კარი შიგნით დიდი ლოდით გადახურულ ფართო და ღრმა შეღრმავებაშია მოქცეული. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. კოშკის ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია, გრძივ კედლებში შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები. ფასადები სადაა. შესასვლელის ძირის დონეზე შემორჩენილია ქვის კონსოლის ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა კარის წინ მოწყობილი პატარა ბაქანი.

ლიტერატურა

რედაქტირება