მელიტონ ჩეჩელაშვილი

მელიტონ ჩეჩელაშვილი — ქართველი გეომეტრიის მასწავლებელი.

მელიტონ ჩეჩელაშვილი
ეროვნება საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა პედაგოგი

ბიოგრაფია რედაქტირება

ასწავლიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. როგორც პედაგოგს, ასე ახასიათებდა რეალური სასწავლებლის დირექტორი:

 
„მცოდნე და გამოცდილი მასწავლებელია, საქმის ერთგული, კეთილსინდისიერად აღმსრულებელი თავის მოვალეობის, ენერგიით სავსე და დაუღალავი მუშაკი. მან სასურველ ნიადაგზე დააყენა გეომეტრიის სწავლება, მოაწყო ამ საგნის პრაქტიკული მეცადინეობა და სულ ცოტა ხანში თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია.“

ასწავლიდა სოფელ ჯურყვათსა და ზედა მაღლაკში. უმაღლესი არ დაუმთავრებია, მაგრამ ჩააბარა სხვადასხვა გამოცდა, გაიარა კურსები და 1919 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან არსებულ უმაღლესდაწყებითი სასწავლებლის გეომეტრიის მასწავლებლად. ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს და ჰქონდა დიდი ავტორიტეტი პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დ. ჭუმბურიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 496.
  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 1426, ფ. 14.