მელიის კუნძულები
მელიის კუნძულები (ინგლ. Fox Islands) — კუნძულთა ჯგუფი ალეუტის არქიპელაგში. ეკუთვნის აშშ-ის ალასკის შტატს. მოქცეულია აღმოსავლეთით ისანოცკისა და დასავლეთით სამალგის სრუტეებს შორის. ფართობი 9200 კმ². აერთიანებს დიდ ვულკანურ კუნძულებს: უმნაკს, უნალაშკასა და უნიმაკს, პატარა კუნძულებსა და მრავალრიცხოვან კლდეებს. უმაღლესი წერტილია ვულკანი შიშალდინი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2857 მ და განლაგებულია კუნძულ უნიმაკზე. აღსანიშნავია ვულკანები: მაკუშინი და ოკმოკი. კუნძულები მეჩხრად არის დასახლებული. სახელწოდება მიიღო იმ პერიოდში კუნძულებზე მობინადრე მელიების სიმრავლის გამო. განვითარებულია თევზის რეწვა.
კუნძული უნალაშკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ბერინგის ზღვა |
კოორდინატები | 53°47′ ჩ. გ. 166°35′ დ. გ. / 53.783° ჩ. გ. 166.583° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 13 |
მთავარი კუნძული | უნიმაკი |
ფართობი | 9200 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2857 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მელიის კუნძულები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მელიის კუნძულები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)