მელაანის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია

მელაანის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. 1990 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა და თუნუქით გადახურა.

ეკლესია დარბაზულია (7,6x4, 1 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით, აგურით და კირის ხსნარით, რიყის ქვები აგურის რიგებს შორისაა მოქცეული. შესასვლელი დასავლეთიდანაა კარი სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში, რომელიც დარბაზის კედლებს მზრების გარეშე შეერთვის, ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის გრძივი კედლები შიგნით და გარედან გლუვია.

ლიტერატურარედაქტირება