მელაანის მეორე ნამოსახლარი
მელაანის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის სამხრეთ-დასავლეთით 5 კილომეტრზე. თბილისის გზატკეცილის ჩრდილოეთით 200 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს ხანას.
ძეგლს მიაკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ის დაზიანებულია რადგან მისი ტერიტორია გამოყენებული იყო სამ-სამ სავარგულად. ნამოსახლარზე დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მასალა ინახება ქალაქ გურჯაანის რეგიონულ არქეოლოგიურ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 184.