მეისნერის ეფექტი — მოვლენა, როდესაც მაგნიტური ველი გამოიდევნება ზეგამტარიდან და გადადის ზეგამტარულ მდგომარეობაში. ეს მოვლენა აღმოაჩინეს გერმანელმა ფიზიკოსებმა მეისნერმა და ოსჩენფილდმა როდესაც ზომავდნენ მაგნიტური ველის განაწილებას ზეგამტარის გარეთ.[1] თუ მაგნიტურ ველში მოთავსებულ ნიმუშსს გავაციებთ კრიტკულ ტემპერატურამდე, მასში არსებული ველის განულდება, გამოიდევნება. ეს მოვლენა არ აღიწერება კლასიკური მექანიკით და ზეგამტარებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს.

მეისნერის ეფექტი. მაგნიტური ველის ძალწირები გამოდევნილნი არიან ზეგამტარიდან, როდესაც ის იმყოფება კრიტიკულ ტემპერატურაზე ქვემოთ

განმარტება რედაქტირება

 
მაგნიტის მაგნიტური ლევიტაცია თხევადი აზოტით გაციებულ ზეგამტარზე.

სუსტ მაგნიტურ ველში ზეგამტარი გამოდევნის თითქმის მთელ მაგნიტურ ველს. ეს გამოწვეულია ზედაპირზე წარმოქნილი ელექტრული დენის მიერ. ეს ზედაპირული დენი ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც ანულებს ნიმუშის მოცულობაში არსებულ ველს. ნიმუშის ზედაპირზე, ველი სრულიად არ ნულდება, მაგნიტური ზედაპირის სისქე ზეგამტარი ნიმუშის ერთ-ერთი მახასიათებელი სიდიდეა და ცნობილია როგორც შეღწევის სიღმე. ნებისმიერი იდეალური გამტარი, მაგნიტურ ველში მოთავსებისას წარმოქმნის ზედაპირულ დენებს, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის გამანულებელ მაგნიტურ ველს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Meissner, W.; R. Ochsenfeld (1933). „Ein neuer Effekt bei Eintritt der Supraleitfähigkeit“. Naturwissenschaften. 21 (44): 787–788. Bibcode:1933NW.....21..787M. doi:10.1007/BF01504252.[მკვდარი ბმული]