მედისონ მიშელ პეტისი[1] (ინგლ. Madison Pettis; დ. 22 აგვისტო, 1998)[2][3]ამერიკელი მსახიობი და მოდელი. დისნეის კომედიურ სერიალ, „Cory in the House“-ში მედისონმა სოფია მარტინეზის როლი შეასრულა, ხოლო 2007 წელს, ამერიკულ, საოჯახო კომედიურ ფილმ „თამაშის გეგმაში“ პეიტონ კელის როლით ითამაშა. იგი ასევე გადაღებულია კანადურ კომედიურ სერიალში, „ცხოვრება ბიჭებთან ერთად“ (2011), მან ამ სერიალში ელი ბრუკსის როლი ითამაშა.

მედისონ პეტისი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005-დღემდე

ადრინდელი ცხოვრება რედაქტირება

მედისონი 1998 წლის 22 ივლისი არლინგტონში დაიბადა. არის სტივენის და მიშელ პეტისის შვილი. მამამისი აფრიკელი ამერიკელია, ხოლო დედამისი წარმოშობით იტალიელი, ფრანგი და ირანელია[4]თარგი:Better source. ჰყავს ერთი უმცროსი და მია და ძმა სტივენი, როდესაც მედისონი 5 წლის იყო, მან გადაწყვიტა რომ თავისი დის გზას გაჰყოლოდა და მსახიობი გამხდარიყო.

კარიერა რედაქტირება

2003 წელს დაიწყო მედისონის სამოდელო კარიერა, დედამისი-მიშელი და მედისონი ერთად დადიოდნენ FortWorthChild-ის კასტინგებზე. 5 წლის ასაკში მას უკვე სამოდელო აგენტი ჰყავდა და თავისი ვებ-საიტი ჰქონდა[5]. კარიერის დასაწყისში, იგი მონაწილეობას იღებდა ამერიკულ საბავშვო სატელევიზიო სერიალ „ბარნი და მეგობრები“-ში,[6] სადაც იგი ბრიდჯეტის როლს ასრულებდა, მღეროდა და ცეკვავდა, სერიალი გათვლილი იყო 1 წლიდან 8 წლამდე ბავშვებისთვის. იგი ალი და კოდი სიმსონთან ერთად Love Pastry-სთვის მოდელობდა.

პეტისმა თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი 2006 წელს მოიგო, როდესაც 2007 წელს, დისნეის ფილმ, „თამაშის გეგმაში“ პეიტონ კელის როლი შეასრულა.[7][8][9] 2007 წელს, ფილმ „Free Style“-ში[10][11] ბეილი ბრაიანტის, პერსონაჟ კორბინ ბლეუს დის როლით ითამაშა, ფილმი 2008 წელს გამოვიდა, გადაღებულია ვილიამ დიარის მიერ. 2008 წელს მან, ანიმაციურ კომედიურ ფილმ, „ჰორტონი“-ში მცირე როლი შეასრულა, ანიმაცია დაფუძნებულია ამავე სახელწოდების წიგნზე. მედისონმა ასევე ითამაშა NBC-ის სატელევიზიო შოუ „A Muppets Christmas: Letters to Santa“-ში. იგი ასევე გადაღებულია 2008 წლის ამერიკულ დრამა ფილმ, „შვიდ სიცოცხლე“-ში, მან ერთ-ერთ ეპიზოდში ლორენას როლით ითამაშა.

2008 წელს, მედისონი გადაიღეს, ამერიკულ საშინელებათა ფანტაზიური ჟანრის ფილმ: „Mostly Ghostly: Who Let the Ghosts Out?“-ში,[12] ხოლო 2014 წლის, ფილმის გაგრძელებაში შეასრულა ტარა როლანდის როლი.

პეტისი ასევე გადაღებულია ამერიკულ სატელევიზიო სერიალ „Cory In The House“-ში, სადაც იგი, პრეზიდენტის შვილის, სოფიას[13] როლს ასრულებს, იგივე როლით, მან ითამაშა სერიალში, ჰანა მონტანას, ერთ-ერთ ეპიზოდში. მედისონმა იზაბელა ტაილერის როლი, სამეცნიერო სატელევიზიო სერიალ „ოთხი ათას ოთხასი“-ს ერთ-ერთ ეპიზოდში შეასრულა. 2007 წელს იყო დისნეის არხის თამაშების კომენტატორი. ჰქონდა ხმოვანი როლი ანიმაციურ სერიალ, „სპეციალური აგენტი ოსო“-ში. 2009 წელს იგი გამოჩნდა სატელევიზიო შოუში, „ხართ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი“-ში.

2011 წელს პეტის ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი როლი. ხმოვანი როლი ანიმაციურ სერიალ „Jake and the Never Land Pirates“-ში[14] და ელი ბრუკსის როლი კანადურ სატელევიზიო სერიალ „ცხოვრება ბიჭებთან ერთად“.[15]

სქოლიო რედაქტირება

  1. Madison Pettis [MadisonPettis22]. (November 8, 2009) Michelle--not "Angel" like Wikipedia says! LOL! @iamsylena @MadisonPettis22 what is your middle name??. ციტირების თარიღი: July 2, 2016
  2. Madison Pettis. ციტირების თარიღი: July 3, 2016.
  3. Pettis, Madison. (2012)Facebook – Madison Pettis – About. ციტირების თარიღი: July 8, 2012.
  4. Madison Pettis [MadisonPettis22]. (June 12, 2012) @SwaggybieberJ I <3 this question! Italy, France, Ireland (I am Irish, Italian, French), Australia, Brazil :) xo #AskMadisonPettis22. ციტირების თარიღი: July 2, 2016
  5. Lisa Sewards. (March 7, 2008) Meet the million dollar baby: Madison Pettis, 9, joins Hollywood's new crop of child stars.. Daily Mail. ციტირების თარიღი: July 14, 2008.
  6. Barney the launching pad. Los Angeles Times (January 30, 2009). ციტატა: „A third "Barney" alum, Madison Pettis, a 10-year-old from Arlington, Texas, has appeared in "Seven Pounds" with Will Smith and "The Game Plan" with Dwayne Johnson.“ ციტირების თარიღი: July 3, 2016.
  7. Stacy Dodd. (July 5, 2006) Brian White, Madison Pettis. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 18, 2016. ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  8. Joe Leydon. (September 23, 2007) Review: 'The Game Plan'. Variety. ციტატა: „But the sure-shot quarterback is thrown for a loop when eight-year-old Peyton Kelly (Madison Pettis) shows up at his front door and introduces herself as the daughter he never knew he had.“ ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  9. Kirk Honeycutt. (September 23, 2007) The Game Plan. The Hollywood Reporter. ციტატა: „Joe's daughter, Peyton, played engagingly but with a heavy dose of sweetness by Madison Pettis...“ ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  10. Byron Perry. (December 12, 2007) Madison Pettis. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 18, 2016. ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  11. Frank Scheck. (October 12, 2009) Free Style -- Film Review. The Hollywood Reporter. ციტატა: „Bleu plays Cale Bryant, struggling along with his single mom (Penelope Ann Miller) and cutesy sister (Madison Pettis) to make a go of it in the Pacific Northwest.“ ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  12. R.L. Stine's Mostly Ghostly: Have You Met My Ghoulfriend?. The New York Times (April 27, 2016). ციტირების თარიღი: July 3, 2016.
  13. Jaclyn Turner. (July 24, 2015) Remember Sophie From "Cory in the House"? You HAVE to See What She Looks Like Now!. Seventeen. ციტირების თარიღი: July 3, 2016.
  14. Jake Perlman. (December 6, 2013) 'Jake and the Never Land Pirates' season 3 to premiere in January: McBrayer, Reiner, Hamill to guest -- EXCLUSIVE. Entertainment Weekly. ციტატა: „In addition to stars Cameron Boyce, Madison Pettis, and David Arquette...“ ციტირების თარიღი: July 2, 2016.
  15. Torri Webster And Madison Pettis Star In Nelvana Studio's Life With Boys Premiering September 9 On YTV. Corus Entertainment Inc. (August 18, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2018. ციტირების თარიღი: May 23, 2016.