მედვედევი-შპონჰოიერი-კარნიკის სკალა

მედვედევი-შპონჰოიერი-კარნიკის სკალა (MSK-64) — მიწისძვრის ინტენსიურობის 12 ბალიანი სკალა. პირველად შემოგვთავაზეს სერგეი მედვედევმა (სსრკ), ვილჰელმ შპონჰოიერმა (გდრ) და ვიტ კარნიკმა (ჩეხოსლოვაკია) 1964 წელს. ფართოდ გავრცელდა ევროპასა და სსრკ-ში. 1996 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულია უფრო თანამედროვე ევროპის მაკროსეისმური სკალა (EMS).

I. შეუმჩნეველი არ იგრძნობა. რეგისტრირდება მხოლოდ სეისმოგრაფების მეშვეობით.
II. ძალიან სუსტი რეგისტრირდება სეისმოგრაფების მეშვეობით. ბიძგებს გრძნობენ მხოლოდ ცალკეული პირები.
III. სუსტი შეიმჩნევა მხოლოდ ზოგიერთი შენობის შიგნით.
IV. ზომიერი შეიმჩნევა მხოლოდ საგნების სუსტი რყევის შედეგად.
V. საკმაოდ ძლიერი ბიძგებს ღია ცის ქვეშ ბევრი გრძნობს, შენობის შიგნით — ყველა.
VI. ძლიერი ბიძგებს ყველა გრძნობს. შიშის გამო მრავალი ადამიანი შენობიდან გარეთ გამოდის.
VII. მეტად ძლიერი ქვისგან ნაგები შენობების დაზიანება.
VIII. დამანგრეველი ნაპრალები ციცაბო ფერდობებზე და ნოტიო ნიადაგზე.
IX. გამაჩანაგებელი ქვისგან ნაგები შენობების ძლიერი დაზიანება და ნგრევა.
X. გამანადგურებელი ნიადაგში ჩნდება დიდი ზომის ნაპრალები.
XI. კატასტროფული მიწის ზედაპირულ ფენებში ჩნდება ფართო ნაპრალები.
XII. ძლიერ კატასტროფული ნიადაგის სტრუქტურის ცვლილება დიდ ზომებს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება