მედეა ძიძიგური (დ. 24 თებერვალი, 1942, თბილისი — გ. 1999) — ქართველი მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1989). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997).

მედეა ძიძიგური

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1942(1942-02-24)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 6 ნოემბერი, 1999(1999-11-06) (57 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი

მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.

1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979–1985 წლებში — საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან — სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.

მედეა ძიძიგურს ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მომღერალზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი მღერის მედეა ძიძგური[1].

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება