მდინარე მაგდალენას ხეობა

მდინარე მაგდალენას ხეობა (ესპ. El Valle del Río Magdalena) — ანდების მასივში, კოლუმბიის ტერიტორიაზე მდებარე ხეობა. ის მდებარეობს ცენტრალური და აღმოსავლეთ კორდილიერებს შორის, მდინარე მაგდალენას გასწვრივ.

მდინარე მაგდალენა მაგდალენას ხეობაში

საინტერესო ფაქტი რედაქტირება

ცნობილია, რომ ევროპელებმა პირველი კარტოფილი 1537 წელს ზუსტად მდინარე მაგდალენას ხეობაში ნახეს, ხოლო ესპანელების მიერ ევროპაში კარტოფილის პირველად ჩატანა მოხდა 1570 წელს.[1]

გეოლოგია რედაქტირება

მდინარე მაგდალენას ხეობა წარმოიშვა ტექტონური აქტივობის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მესამეული სისტემის პერიოდში. იგივე მოვლენებმა გამოიწვიეს ცენტრალური კორდილიერების წარმოქმნაც.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Evolution of crop plants, by simmonds.
  2. Historia de la Geología en Colombia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-27. ციტირების თარიღი: 2013-05-29.