მაჰაბოდჰი
მაჰაბოდჰი (महाबोधि मंदिर) — ბუდისტური ტაძარი ბოდჰ-გაიაში, იქ, სადაც სიდჰართა გაუტამამ მიაღწია გაბრწყინებას და გახდა ბუდა. ბოდჰ-გაია მდებარეობს ინდოეთის ბიჰარის შტატის დედაქალაქ პანტიდან 96 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი ასევე მოიცავს ბოდჰის წმინდა ხეებს, რომლების ქვეშაც გაბრწყინდა ბუდა.
მაჰაბოდჰის ტაძრის კომპლექსი ბოდჰ-გაიაში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | (i)(ii)(iii)(iv)(vi) |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 24°41′46″ ჩ. გ. 84°59′29″ ა. გ. / 24.69611° ჩ. გ. 84.99139° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2002 (26-ე სესია) |
ნომერი | 1056 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1056 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბუდას სიკვდილიდან 250 წლის შემდეგ, ბოდჰ-გაისა სწვევია მეფე აშოკა, რომელმაც აქ მაჰაბოდჰის მონასტერი დააფუძნა, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის I საუკუნეში, ქუშანის იმპერიის დროს აიგო. ინდოეთში ბუდიზმის დაკნინების პერიოდში, ტაძარი მივიწყებულ იქნა და მტვრისა და ნაგვის სქელი ფენით დაიფარა.
XIX საუკუნეში, ბრიტანეთის კოლონიური რეჟიმისას, ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარა ბრიტანეთის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ, რის შედეგადაც, მან პირვანდელი ფორმა დაიბრუნა.
2002 წელს, იუნესკომ კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Land Enlightenment of the Buddha დაარქივებული 2016-11-26 საიტზე Wayback Machine.
- Bodhgaya News დაარქივებული 2008-03-23 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO World Heritage
- The Bodh Gaya temple controversy დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Mahabodhi Temple Video Tour - Video Gallery of main sites in Mahabodhi Temple, narrated in Sinhalese.