მაჯაღვერი (ლათ. Daphne) — მცენარეთა გვარი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობის მარადმწვანე ან ფოთოლმცვივან მცირედ დატოტვილ ბუჩქებს.

მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მაჯაღვერი (Daphne mezereum)
ჩვეულებრივი მაჯაღვერი (Daphne mezereum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Malvales
ოჯახი:  მაჯაღვერისებრნი
გვარი:  მაჯაღვერი
ლათინური სახელი
Daphne

გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში 6 სახეობა იზრდება. უფრო ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი მაჯაღვერი (ლათ. Daphne mezereum) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი, რომლის სიმაღლე 1,5 მ აღწევს.

აქვს ვარდეისფერი, სურნელოვანი, თაფლიანი ყვავილები, რომლებიც ფოთლის გაშლამდე ან მათთან ერთად გამოაქვს და წითელი კურკიანა ნაყოფი. გვხვდება უმეტესად მთის ზედა სარტყლის ტყეებში. მეტად დამახასიათებელია სუბალპური გამეჩეხრებული ტანბრეცილი ტყეებისათვის. მისი ყველა ნაწილი შხამიანია და დეკორატიულ მცენარედ იშვიათად აშენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება