მახრჩობელა (Deschampsia) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ უმეტესად გაშლილი საგველა ყვევილედები, 2-3 ყვავილიანი თავთუნები.

მახრჩობელა
Deschampsia cespitosa
Deschampsia cespitosa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  მახრჩობელა
ლათინური სახელი
Deschampsia

გვარში 60-მდე სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყელში, ტროპიკების მთებში. საქართველოში 3 სახეობა იზრდება.

Deschampsia caespitosa ფართოდ არის გავრცელებული მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, ტენიან ნიადაგებზე. SiO2-ის შემცველობის გამო მას შედარებით დაბალი კვებითი ღირებულება აქვს.

მდელოს სარეველაა. სუბალპური და ალპურ სარტყელში მშრალ ქვაღორღიან ნაშალებზე იზრდება Deschampsia flexuosa. მეჩხერკორდიანი მცენარეა. მისი რბილი ფოთლები საქონლის კარგი საკვებია. Deschampsia media გვხვდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მთის შუა სარტყლამდე მდელოებზე. დეკორატიული მცენარეებია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი შ., ქსე, ტ. 6, გვ. 521-522, თბ., 1983