მახოს ხიდიშუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდინარე მახოსწყალზე (ჭოროხის მარცხენა შენაკადი), სოფელ მახოს ბოლოზე. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

მახოს ხიდი
Makho Bridge 2.jpg

ძეგლის აღწერარედაქტირება

ხიდი ერთთაღიანია. თაღი წრიული ფორმისაა. ეს გარემოება აპირობებს კონსტრუქციის თანაფარდობას (48 სმ), როგორც ქუსლში ისე თავბანდში, რაც განასხვავებს დანდალოს ხიდისაგან, რომელსაც დამრეცი კამარა აქვს.

ხიდის სიგრძეა 15,80 მ, სიგანე შუაში (თავბანდთან) 2 მ, ნაპირებზე — 2,14 მ.

ხიდის სიმაღლე წყლის დონიდან კამარის ზედაპირამდე 3,60 მეტრია, მალი — 6,40 მ. ისარი — 3,20 მ. ლავგარდანის გამოწევა კი 0,8 მ-ია, სისქე — 0,10 მ. მოაჯირის სიგანე — 0,5 მ. სიმაღლის განსაზღვრა დაზიანების გამო არ ხერხდება. ხიდის ბურჯების სიმაღლე 0,8 მ-ია.

თაღი ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო მისასვლელი — ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 37

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება