მთავარი მენიუს გახსნა

მაჭახლურ დიალექტზე საუბრობენ ზემო და ქვემო მაჭახელში. დღეს ზემო მაჭახელი თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემადგენლობაშია.

თურქულის ინტენსიური გავლენის მიუხედავად, ზემო მაჭახელშიც დღესაც მშვენიერი ქართულით (მაჭახლური დიალექტით) ლაპარაკობენ; მაჭახლურ კილოს ორი კილოკავი აქვს: ზემომაჭახლური და ქვემომაჭახლური; დიალექტური მახასიათებლები უფრო მკაფიოდ ჩანს ზემომაჭახლურში. მაჭახლურის თავისებურებათაგან აღსანიშნავია: რ სონორის დაკარგვა, შა- ზმნისწინის აქტიური გამოჩენა („უღელი შაადგის ქედზე"“, შ. ფუტკარაძე), წა > წო პროცესი (წოველით, წოვდა...), არქაული ხოლმეობითის მსგავსი ფორმების (ითიბვის, იყიდვის, დეირგვის, ვკლიდით, ვასხმიდით...) პოვნიერება; ამ კილოში -არ სუფიქსი წარმომავლობას აწარმოებს ძველი ქართულისა და ზანურის მსგავსად (ჩხუტუნარ-ი: ჩხუტუნეთელი); არაიშვიათად, თავისებურია ლექსიკაც: მიწახაპაი „კარტოფილი“, წანწალაკი „საცალფეხო ხიდი“, დედლუცა „პატარა დეალი“, დაწონდება "მოეწონება" და სხვ.