მაჩერატის პროვინცია
მაჩერატის პროვინცია (იტალ. Provincia di Macerata) — პროვინცია იტალიაში, მარკეს რეგიონში. დედაქალაქია მაჩერატა.
პროვინციის ფართობი 2 774 კმ²-ია, რა მხრივაც ის უდიდესია მარკეს რეგიონში. მოსახლეობა 301 701 (2001). შედგება 57 კომუნისგან.
ჩრდილოეთით ესაზღვრება ანკონის პროვინცია, აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა, სამხრეთით — ასკოლი-პიჩენოს პროვინცია, დასავლეთით კი უმბრიის რეგიონი (პერუჯის პროვინცია).
ეკონომიკარედაქტირება
ისევე როგორც დანარჩენ რეგიონში, მაჩერატის პროვინციაში მოღვაწეობს ბევრი პატარა, მაგრამ მაღალსპეციალიზებული კომპანია. მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის ინდუსტრია.
კომუნებირედაქტირება
ცხრილში მოცემულია პროვინციის მნიშვნელოვანი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა | ფართობი (კმ²) |
სიმაღლე (მ) |
---|---|---|---|
მაჩერატა | 43 057 | 92 | 315 |
ჩივიტანოვა-მარკე | 40 204 | 45,8 | 3 |
რეკანატი | 21 518 | 102 | 296 |
ტოლენტინო | 20 378 | 94,86 | 230 |
პოტენცა-პიჩენა | 15 889 | 48,2 | 237 |
კორიდონია | 15 118 | 62 | 261 |
სან-სევერინო-მარკე | 13 288 | 193 | 236 |
პორტო-რეკანატი | 12 115 | 18 | 5 |
ჩინგოლი | 10 647 | 147 | 631 |
მატელიკა | 10 385 | 81 | 357 |