იასე მაჩაბელი

(გადამისამართდა გვერდიდან მაჩაბელი, იასე)

იასე მაჩაბელი, XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1752 ერეკლე II-მ ელჩად გაგზავნა ყაბარდოში სამხედრო დახმარების მიღების მიზნით. მაჩაბელის ელჩობის შედეგად ერეკლეს 1500 მებრძოლი გამოუგზავნეს. ამ რაზმთან ერთად ქართველებმა ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე განჯისა და შაქის სახანოთა ჯარი დაამარცხეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბოცვაძე თ., საქართველო-ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVIII სს.), თბ., 1963;
  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 6, გვ. 508, თბ., 1983