მასწავლებელთა სახლი (ტაგანროგი)
მასწავლებელთა სახლი (რუს. Дом учителя) — სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში.
მასწავლებელთა სახლი რუს. Дом учителя | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′03″N 38°55′31″E / 47.2175° ჩ. გ. 38.925278° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის დასაწყისი |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 89.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი ერთსართულიანი ნახევარსარდაფიანი სახლი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში[1].. სახლის მმართველები იყვნენ: 1807 წლიდან — ქალაქის ბაღის მებაღე მანოილო ლასკარაკი; 1873-1880 წლებში — ტაგანროგის საპატიო მოქალაქე დიმიტრი ლასკარაკი; 1890-1906 წლიდან — ე. ალექსოპულოს მემკვიდრეები; 1915 წლიდან — ტაგანროგის საპატიო მოქალაქე ვ. ვორონკინი.
1863 წლისათვის სახლში განთავსებული იყო კომერციული სასამართლო. 1912 წლიდან - ემილიან გრანოვსკის კერძო სკოლა.
1943 წელს შენობაში გაიხსნა ტაგანროგის პიონერთა სახლი, რომელიც განთავსებული იყო 1944 წლამდე[2]. ამის შემდეგ შენობაში განთავსდა მასწავლებლის (განათლების მუშაკთა) სახლი.
1947 წელს ტაგანროგის მასწავლებელთა სახლის ბაზაზე პიანისმა და ვოკალისტმა ივან ჩანგლი-ჩაიკინმა ჩამოაყალიბა ნიჭიერი მომღერლების თვითმოქმედი კოლექტივი[3], რომლის მსახიობებიც თამაშობდნენ ანტონ რუბინშტეინის „დემონს“, ჯუზეპე ვერდის „აიდას“, პეტრე ჩაიკოვსკის „მაზეპას“.
1960-1980-იან წლებში შენობაში მოქმედებდა დრამის სახალხო თეატრი, რომელშიც თამაშობდნენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან ვ. ვეტროვი, ს. მახოვსკი, ა. კულეშოვი. ვ. ხოდიკინი და სხვ[4].
ამჟამად შენობაში მდებარეობს კულტურის მუნიციპალური განყოფილება „ახალგაზრდობის ცენტრი“[5]. ამჟამად მის კედლებში მუშაობენ „დონის მსახიობთა თანამეგობრობისა“ და ნონა მალიგინას თეატრები[4], მიხეილ ბასოვის კინოკლუბი „400 დატყმა“[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Назаренко И.В. Работников просвещения дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 595. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Киричек М.С. Дворец пионеров и школьников // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 312. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Кукушин В.С., Бойко З.А. Музыкальная культура города Таганрога. — Ростов-на-Дону: ГинГо, 1999. — С. 26-28. — ISBN 5-88616-079-5.
- ↑ 4.0 4.1 Пащенко И., Протопопов В. Вот эта улица, вот этот дом — 2. Дом Ласкараки // Таганрогская правда. — 2011. — 13 мая.
- ↑ Собств. корр. Городской конкурс социальной рекламы «Жить здорово!» დაარქივებული 2012-07-19 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links // l-is-l.ru. — 2012. — 13 марта.
- ↑ Демидов А. В Таганроге киноклуб «400 ударов» отметил своё пятилетие // www.ruffnews.ru. — 2015. — 18 мая.