მარუშიანები
მარუშიანები (მარუშისძენი) — დასავლეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო X–XI საუკუნეებში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა, როგორც ჩანს, ქართლის ერისთავი 970-იან წლებში ივანე მარუშისძე (როგორც მარუში-ან-ი, ისე მარუშის ძე ნაწარმოებია კაცის სახელისაგან — მარუში). მარუშიანთა საგვარეულოდან წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს დიდი საგვარეულოები: ვარდანისძენი და დადიანები. ამის შემდეგ მარუშიანი, როგორც სახელი, დარჩა ვარდანისძეთა გვარში. ცნობილია 2 მარუშიან ვარდანისძე: XII საუკუნის 80-იან წლებში და XIII–XIV საუკუნეების მიჯნაზე (სახელი მარუშიანი XIII–XIV საუკუნეებში გვხვდება დასავლეთ საქართველოს სხვა საგვარეულოებშიც: აფაქისძეებში, ფალქოზისძეებში და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 463.