მარსის სიცრუე — დეზინფორმაცია, რომელიც ელექტრონული ფოსტებისა და თუ სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება. პროცესი დაიწყო 2002 წელს, როდესაც განცხადებაში ეწერა, რომ 2003 წლის 27 აგვისტოს, მარსი სავსე მთვარის ზომის გამოჩნდებოდა შეუიარაღებელი თვალისთვის. სიცრუემ, რომელიც მას შემდეგ ყოველთვის გრძელდებოდა 2005-დან 2015-მდე, გამოიწვია არასწორი ინტერპრეტაცია და გაზვიადება ელექტრონულ ფოსტაში არსებული მესიჯის წინადადებისა, რომელიც ამბობდა, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნება 2003 წლის აგვისტოში. ამ დროს ორ პლანეტას შორის მანძილი დაახლოებით 55 758 000 კილომეტრი იყო, რაც უახლოესი მანძილი იყო, მათ შორის ძვ. წ. 57 617 წლის 24 სექტემბრის შემდეგ, როცა დედამიწასა და მარსს შორის მანძილი 55 718 000 კილომეტრი იყო.

2005 წლის 27 აგვისტოს გადაღებული მთვარე და მარსი. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მარსი მთვარის ზომის არ არის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება