მარი ავგეროპულოსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარი ავგეროპულოსი (ინგლ. Marie Avgeropoulos, დ. 17 ივნისი, 1986[1]) — კანადელი მსახიობი და მოდელი. ცნობილია ოქტავია ბლეიკის როლით The CW-ის პოსტ-აპოკალიფსური სამეცნიერო ფანტასტიკის სატელევიზიო სერიალში „The 100“ (2014–2020).

მარი ავგეროპულოსი

მარი ავგეროპულოსი 2013 წელს
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1986
ონტარიო, კანადა
აქტიური 2009

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ავგეროპულოსი დაიბადა 1986 წლის 17 ივნისს Thunder Bay, ონტარიოში, ბერძენი მშობლების ოჯახში. ის გაიზარდა თევზჭერით, ნადირობითა და კემპინგით, თავისუფალ დროს უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებდა. დრამზე დაკვრა 16 წლისამ დაიწყო. მშობლიურ ქალაქში ორი წლის განმავლობაში სამაუწყებლო ჟურნალისტიკის სწავლის შემდეგ, ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე თვის შემდეგ ის დაბრუნდა კანადაში და დასახლდა ვანკუვერში. 20 წლის ასაკში მას ოპერაცია ჩაუტარდა, რათა ამოეღოთ დიდი სიმსივნე მკერდიდან და ყელიდან. ამ პროცედურამ მის ხმაზე იმოქმედა.[2] [3]

მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ის მიიწვია კასტინგზე ვანკუვერში, სადაც დრამერებს ეძებდნენ. აგენტმა აღიარა მისი ნიჭი და მიიწვია სხვადასხვა ეროვნულ რეკლამებში. მან რეჟისორ კრის კოლუმბუსის ყურადღება მიიპყრო. მან დაიქირავა ავგეროპულოსი „მე შენ მიყვარხარ, ბეთ კუპერი“-თვის, რომელიც გახდა მისი პირველი მხატვრული როლი. მისმა გამოჩენამ ამ ფილმში შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიეღო მეტ ფილმებში, სატელევიზიო შოუებში და ჟურნალებში.

2010 წელს ავგეროპულოსმა მიიღო მთავარი, კიმ როდოსის როლი ფილმში Hunt to Kill.

2013 წლის დასაწყისში ავგეროპულოსმა მონაწილეობა მიიღო CW's Cult-ში განმეორებად როლში. თუმცა სერიალმა მაყურებლის მოზიდვა ვერ მოახერხა და მე-7 ეპიზოდის შემდეგ გადაცემა გაუქმდა.

შოუს დასრულებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, CW-მ ის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად დაასახელა მათ ახალ სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში, The 100, სადაც ანსახიერებდა ოქტავია ბლეიკს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2018 წლის ბოლოს ავგეროპულოსი მონაწილეობდა ოჯახში ძალადობის ინციდენტში, როდესაც მან და მისმა შეყვარებულმა სავარაუდოდ დაიწყეს კამათი მანქანაში ვენტურას ავტომაგისტრალზე, 2018 წლის 5 აგვისტოს შუაღამის შემდეგ. ავგეროპულოსი ალკოჰოლთან შერეულ წამალს იღებდა და ბრალად ედებოდა მრავლობითი დარტყმა თავში, კისერში და მკლავში, რის შედეგადაც საოლქო პროკურატურის ცნობით, მცირე დაზიანებები მიიღო. შემდეგ მას ბრალი წაუყენეს ოჯახში ძალადობაში. ავგეროპულოსის შეყვარებულს სურდა ბრალდების მოხსნა და განაცხადა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა. საქმე ოფიციალურად შეწყდა და ყველა ბრალდება მოხსნილი იყო, რადგან ავგეროპულოსის მხრიდან ზიანის მიყენების განზრახვა არ იყო, არამედ ეს იყო „არასასურველი რეაქცია წამლებზე, რამაც გამოიწვია აფეთქება“.

იგი ადრე ურთიერთობაში იყო ამერიკელ მსახიობ ტეილორ ლოტნერთან 2013 წლიდან 2015 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება